მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

„საარჩევნო სამართლის“ ონლაინ სასწავლო პროგრამის ვიდეო ანგარიში
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დაასრულა ონლაინ სასწავლო პროგრამის „საარჩევნო სამართლის" კურსი. სასწავლო პროცესში მონაწილეობდნენ კვალიფიციური და არაკვალიფიციური პარტიების 200–ზე მეტი წარმომადგენელი. 100–მა წარმატებულმა მონაწილემ მიიღო სერთიფიკატი. პროგრამის ფარგლებში პარტიების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცოდნა საარჩევნო საკითხებში ვიდეო ლექციების, საკითხავი ლიტერატურისა და ტესტირების გზით. ონლაინ პლატფორმა საშუალებას იძლევა სასწავლო პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი იყოს ჩართული, შესაბამისად, „საარჩევნო სამართლის" კურსი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, სამუშაოსგან მოუწყვეტლივ გაიარეს.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა „საარჩევნო სამართლის" სასწავლო პროგრამა სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით შექმნა.
მათ, ვისაც აინტერესებს საარჩევნო სამართალი, თავისუფალი მსმენელის რეჟიმის საშუალებით შესაძლებლობა აქვს მოისმინოს სპეციალურად ამ საკითხებზე შექმნილ 13 ვიდეო ლექციას.
ვიდეო ლექციები...


საარჩევნო სამართლის ვიდეო ანგარიში