მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი მოხალისეობის შესახებ
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი კანონი მიიღო საქართველოს პარლამენტმა –  „მოხალისეობის შესახებ". კანონის ავტორია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ხოლო ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. მოხალისეთა როლი მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ფონდების ეფექტური და ქმედითი მუშაობისთვის. განსაკუთრებით დიდია მათი როლი განათლებისა და სოციალური მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობაში. მოხალისეობის კულტურა აქტიურად არის განვითარებული ევროპის ბევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომელთა 25–30%–ს სწორედ მოხალისეები შეადგენენ.

როგორც წესი მოხალისეები ძირითადად ახალგაზრდები და პენსიაში გასული ადამიანები არიან. ახალგაზრდები თუ ცოდნას, გამოცდილებას, დახმარების უნარ–ჩვევებს, ახალ კონტაქტებს იღებენ ყოველივედან, პენსიაში გასული ადამიანები თავად გადასცემენ სხვებს გამოცდილებას, ცოდნას, უნარებს. მოხალისეობის მაგალითები საქართველოშიც მრავლად არის, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა დღემდე არ ცნობდა მოხალისის ცნებას. შესაბამისად, არც მოხალისის  და მასპინძელი ორგანიზაციის უფლება–მოვალეობებს განსაზღვრავდა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი განსაზღვრავს იმ უფლება–მოვალეობებს, რომელიც მოხალისესა და მიმღებ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს, ანუ აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს. კანონის მიღება ავტომატურად ვერ დაამკვიდრებს მოხალისეობის კულტურას სრულად, იგი არის ერთ–ერთი ნაბიჯი, რომ აღნიშნული ინსტიტუტი განვითარდეს.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე მოაწერა ხელი კანონს და იგი ძალაში შევიდა.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მოხალისეთათვის საგადასახადო შეღავათების მიმართულებით მუშაობას და ლობირებას აგრძელებს.
კანონი „მოხალისეობის შესახებ"...