მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს ონლაინ სასწავლო პროგრამისთვის
''საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის'' კურსის შესაქმნელად
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი  აცხადებს კონკურსს  ონლაინ სასწავლო პროგრამისთვის „საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის"  კურსის შექმნასა და გაძღოლაზე.
სამუშაო ითვალისწინებს სასწავლო მოდულის შექმნას, ვიდეო ლექციების  ჩაწერაში მონაწილეობას (8-10 ლექცია), სასწავლო მასალის (საკითხავი ლიტერატურა, ტესტები, განსახილველი ქეისები, დავალებები , ტესტების და სხვა) უზრუნველყოფას და სწავლების პროცესის გაძღოლას (ინტერაქცია სტუდენტებთან , ფორუმში განხილვების და დისკუსიების სტიმულირება და მონაწილეობა, მიმდინარე და საბოლოო შეფასება, სტუდენტების ზოგადი „მენტორინგი"). კურსის ხანგრძლივობაა  2-დან 2.5 თვემდე.

კურსი გაეშვება ორ ნაკადად.
ტექნიკურ საკითხებზე (ვიდეო ლექციების ჩაწერა, მონტაჟი, კურსის ატვირთვა ონლაინ პორტალზე და ა.შ) პასუხისმგებლობას იტოვებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

 
საბოლოო პროდუქტი:
  • კურსის სილაბუსი (თანდართული ფორმის შესაბამისად);
  • კურსის მასალები, რაც მოიცავს საკითხავი ლიტერატურას, ტესტებს, განსახილველ ქეისებს, დავალებებს , ტესტების და სხვა დამატებით მასალას რასაც კურსის მენტორი ჩათვლის მიზანშეწონილად;
  • ვიდეო ლექციები.
მოთხოვნები:
  • აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში (მინიმუმ მაგისტრის ხარისხი);
  • ლექციების კითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს კამერის წინ მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
  • რეზიუმე ან ავტობიოგრაფია;
  • კურის სილაბუსი (წარმოდგენილი თანდართული ფორმის შესაბამისად);
  • ჰონორარი შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:
    ა) მოდულის შექმნა და ვიდეო ლექციების ჩაწერა;
    ბ) კურსის გაძღოლა (2-3 თვე) ;
  • შერჩევისას შესაძლოა საპილოტე ლექციის ჩაწერის მოთხოვნაც;
  • 3 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
განაცხადების მიღება

განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: e-learning@civilin.org.
ელ. ფოსტის თემატურ ხაზში მიუთითეთ "Tender".
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი,2016 წელი.
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: (995 32) 2 36 36 00. საკონტაქტო პირი თათა ბოჭორიშვილი

ინფორმაცია პროგრამაზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს საზოგადოებრივ ორგანიზაციების მხარდაჭერის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას პოლიტიკის დიალოგში ეფექტური მონაწილეობის და საჯარო სექტორის მონიტორინგის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ელექტრონული სწავლების პროგრამა www.e-learning.ge რომელიც დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტად გაიღრმავონ ცოდნა და უნარები სხვადასხვა მიმართულებით. დღეისათვის ინსტიტუტი მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ ონლაინ სასწავლო კურსებს: პოლიტიკის ანალიზი; კვლევის მეთოდები; ადვოკატირება და ლობირება, საჯარო ფინანსები; საარჩევნო სამართალი. პროგრამას ემატება ახალი მოდულები ეკონომიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის, შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის, საჯარო სექტორის მონიტორინგის, პოლიტიკის და კანონების მონიტორინგის, სამოქალაქო მონაწილეობითი მექანიზმების მიმართულებით.
 
პროგრამის გავლის შედეგად, მსმენელები შეძლებენ მტკიცებულებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტის დოკუმენტების შემუშავებას და ადვოკატირებას; მათ ექნებათ შესაძლებლობა გაანალიზონ რთული და მუდმივად ცვალებადი სისტემა რომელშიც ოპერირებენ; საჭიროებათა კვლევაზე დაყრდნობით შეარჩიონ პრობლემატური საკითხები, დეტალურად იკვლიონ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და შედეგები; წინასწარ განსაზღვრონ პოლიტიკის, რეფორმის, პროექტის თუ უბრალო ინტერვენციის დადებითი და უარყოფითი, ასევე განზრახული და განუზრახველი შედეგები და გაანალიზონ ამ შედეგების გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ გარემოზე.
როგორც აღინიშნა, სასწავლო პროგრამა ელექტრონულია და ონლაინ სივრცეში მიმდინარეობს. პროგრამა მოიცავს ყოველკვირეულ ვიდეო ლექციებს, საკითხავ მასალას, დავალებებს, ტესტირებას, განხილვებს ფორუმზე და მსმენელების ზოგად „მენტორინგს".
ონლაინ სწავლებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. 2014 წლის ოქტომბრიდან დაწყებული პროგრამაში მონაწილეობაზე 1700-ზე მეტი განაცხადი გაკეთდა. დღეისათვის პროგრამა 600-მეტმა მსმენელმა გაიარა.

კურსის მიზანი და მოთხოვნები

საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია ნებისმიერი პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორი და გამართული კომუნიკაციის გარეშე ნებისმიერი ინიციატივა სუსტია. შესაბამისად, პოლიტიკის დიალოგის თუ ადვოკატირების პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობის ასპექტების გათვალისწინება და ჯეროვანი კომუნიკაცია.
ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უჭირთ ეფექტური მესიჯების შექმნა, რომელიც რეალურად აღწევს საზოგადოებამდე. ეს შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მათი საქმიანობის მიმართ ნაკლები ინტერესი, დაბალი ცნობადობა და საზოგადოებისგან ნდობის ნაკლებობა. ეფექტური კომუნიკაცია და გამართული ურთიერთობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან გადამწყვეტია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, რათა მათი საქმიანობა ადექვატურად აღიქმებოდეს, გამოირჩეოდნენ დამსახურებული პოზიტიური იმიჯით, ჰქონდეთ ეფექტური და მჭიდრო ურთიერთობა ყველა დაინტერესებულ აქტორთან, შეეძლოთ სწორად დასახონ მოლოდინები და მიიღონ მხარდაჭერა მოხალისეების თუ შემოწირულობების სახით.
 
 
კურსის მიზანია მსმენელებმა გაიგონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი, რომელიც მდგომარეობს ორგანიზაციის მიზანმიმართულ კომუნიკაციაში საკუთარ სამიზნე აუდიტორიასა და დაინტერესებულ მხარეებთან, რომელიც ორმხრივი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. კურსის გავლის შემდეგ მათ უნდა შეძლონ ეფექტური კომუნიკაციის წარმოება, სამიზნე აუდიტორიისთვის/თემისთვის გასაგები მესიჯების მიწოდება და მათგან უკუკავშირის მიღება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაში, გააძლიერებს მათ მანდატს, ლეგიტიმურობას შემატებს მათ მიერ წარმოებულ ადვოკატირებისა და ლობირების პროცესს. ეფექტური კომუნიკაცია პოლიტიკის აქტორებთან და საზოგადოებრივი ინტერესის მობილიზება გაზრდის სასურველი შედეგების მიღწევის შანს. რაც თავის მხრივ, ამ ორგანიზაციების მიმართ ნდობას და მხარდაჭერას გააძლიერებს.