მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ახალი პროექტი - ''მართე შენი ქალაქი''
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი ახალი პროექტის -„მართე შენი ქალაქი" განხორციელებას იწყებს. პროექტის მიზანია საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე ქალაქ ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მოსახერხებელი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, მოქალაქეთა ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით გატარებული რეფორმებისა და თვითმმართველობის პროცესში საზოგადოების ეფექტური ჩართულობის შესახებ. 

შეიქმნება მოდერირების ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ღიაობის, ანგარიშვალდებულების და მონაწილეობის სტანდარტებს.  რაც შემდგომ დაინერგება, როგორც საკრებულოს ასევე მერიასთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობაში. ასევე ბათუმის 13 ტერიტორიულ უბანში ჩატარდება საინფორმაცია შეხვედრები მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების შესახებ, გამოიკვეთება საკითხები და უშუალოდ მოქალაქეების მიერ პრობლემების რუკის გზით  მოხდება მათი ადვოკატირება.

პროექტის მხარდამჭერია: აღმოსავლეთ -დასავლეთი მართვის ინსტიტუტი (EWMI)
პროექტის განხორციელების პერიოდია : მარტი 2016-იანვარი 2017 წწ