მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

დისტანციური სწავლება ეფექტური თვითმმართველობისთვის
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ფონდ „ღია საზოგადოება– საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ახალი სასწავლო, ონლაინ კურსის გადაღება. ვიდეო ლექციები, რომელსაც ირაკლი მელაშვილი წარუძღვება, თვითმმართველობის ყველა ასპექტს მიმოიხილავს და განკუთვნილია თვითმმართველობის მოხელეებისთვის. ვიდეო ლექციების გარდა კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ შესაბამის ლიტერატურას, გაიარონ ტესტირება და შეფასდნენ მიღებული ცოდნის მიხედვით. დასავლურ სტანდარტზე დაფუძნებული ონლაინ სწავლების მოდელი ასევე იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა მოისმინოს ლექციათა კურსი და აიმაღლოს ცოდნა.

სასწავლო კურსი „დისტანციური სწავლება ეფექტური თვითმმართველობისთვის" განთავსდება ონლაინ პლატფორმაზე – www.e-learning.ge–ზე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საიტზე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კიდევ ხუთი სასწავლო კურსია განთავსებული: საარჩევნო სამართალი, სოციალური კვლევის მეთოდები, ადვოკატირება და ლობირება, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, საჯარო ფინანსები.
მაშ ასე, სულ მალე... სახლიდან გაუსვლელად, თქვენთვის ხელსაყრელ დროს შეძლებთ აიმაღლოთ ცოდნა თვითმმართველობის საკითხებზე.