მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

შეხვედრა ოზურგეთში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საჯარო, გამჭვირვალე და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროცესს. ამასთანავე, უზრუნველყოფს იმ პროექტებსა და ინიციატივებზე ფოკუსირებას, რომელიც მიმართულია რეგიონის მდგრად, ინკლუზიურ განვითარებაზე. პროექტი აერთიანებს გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ოზურგეთი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს გრანტის მიმღებს, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტები კი თანა-ბენეფიციარებს, რომლებიც განახორციელებენ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებს. პროექტში აგრეთვე ჩართულია ორი არასამათავრობო ორგანიზაცია - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. ისინი, როგორც პარტნიორი ორგანიზაციები, უზრუნველყოფენ პროექტის მართვასა და ფასილიტაციას.

პროექტის ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა გურიის გუბერნიაში ჩატარდა. შეხვედრის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა პროექტის წამყვანი მხარეების გაერთიანება, სამომავლო აქტივობების დაგეგმვა და რეკომენდაციების შემუშავება. შეხვედრას გურიის გუბერნატორი, გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის დასაწყისში, გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხრიდან წარმოდგენილმა პროექტის კოორდინატორმა - ირინე ცინცაძემ გააცნო დამსწრე საზოგადოებას.

შეხვედრაზე მოხდა საორგანიზაციო საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება კონკრეტულ საკითხებზე. ჩამოყალიბდა პროექტით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შემდგომ უზრუნველყოფს პროექტის პოლიტიკის განსაზღვრას. სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. აგრეთვე, პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებისგან. საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - მერაბ ჭანუყვაძე. ხოლო პროექტის დირექტორის პოზიცია, საგრანტო ხელშეკრულების მიხედვით, დაიკავა საკრებულოს აპარატის უფროსმა - ნანა თავდუმაძემ. იგი პროექტის კოორდინატორებთან ერთად, პროექტის გამართულ ფუნქციონირებაზე იქნება პასუხისმგებელი.

შეხვედრის განმავლობაში, აგრეთვე, მოხდა გურიის ტურისტული განვითარების პოტენციალის ზოგადი მიმოხილვა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა. აღსანიშნავია, რომ პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი სიმდიდრეებისა და კულტურული მემკვიდრეობების, ასევე ყველა იმ ობიექტის გამოკვლევასა და აღრიცხვას რომელიც რაიმე კუთხით წარმოადგენს ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილს. პროექტი არის სამ წელზე გათვლილი და ამ პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი გუნდი საერთო პრინციპებზე დაყრდნობით, ერთიანი ძალებით იმუშავებს გურიის ტურიზმის განვითარებაზე.