მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

პოლიტიკის დოკუმენტები N 2
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა „გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" (GARF – RD) პროექტის ფარგლებში გამოსცა მეორე პუბლიკაცია"პოლიტიკის დოკუმენტები" (pdf).
ეს პუბლიკაცია წარმოადგენს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილი საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების მეორე ტომს და მოიცავს ხუთი პოლიტიკის დოკუმენტს ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  1. სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში,
  2. რეგიონთაშორისი და მუნიციპალიტეტთაშორისი თანამშრომლობა და კლასტერული განვითარების შესაძლებლობები,
  3. სივრცითი მოწყობა და რეგიონული განვითარება,
  4. ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარება სუბ-ნაციონალურ დონეზე,
  5. რეგიონული განვითარების პოლიტიკების ფინანსური უზრუნველყოფა.
წინამდებარე პუბლიკაცია განკუთვნილია, როგორც საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ასევე ქართული და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრებისა და აკადემიური წრეებისთვის, რათა საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ მსჯელობა ფართო დისკუსიის საგანი გახდეს.  

პუბლიკაცია მომზადებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობას იღებენ ავტორი ორგანიზაციები: „ფონდი კავკასიის უნივერსიტეტი", "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" (GIPA), "სტრატეგიული ინიციატივების სააგენტო", "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG).