მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

თვითმმართველობის საფუძვლების ონლაინ სასწავლო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები
„თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლების" ონლაინ სასწავლო პროგრამაში მონაწილეთა პირველმა ნაკადმა დაასრულა სასწავლო პროცესი. მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თვითმმართველობების 80 მოხელე. რომელთაგან 65–მა გადალახა სერტიფიკატისთვის დაწესებული ზღვარი. სასწავლო პროცესი მოიცავს თვითმმართველობის საკითხებზე შექმნილ 10 ვიდეოლექციას, საკითხავ მასალას და შესაბამის ტესტებს. კურსს უძღვება ირაკლი მელაშვილი. სასწავლო პროცესი სხვა მონაწილეებისთვის შემოდგომაზე დაიწყება.

„თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლების" კურსი განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმაზე – www.e-learning.ge - განთავსებული. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა უკვე რამდენიმე წელია, რაც ონლაინ სასწავლო პროგრამები დაიწყო, რომელიც მოიცავს ვიდეოლექციებს, სასწავლო მასალას, მონაწილეთა და ლექტორის ინტერაქციას ფორუმის საშუალებით და შეფასების სისტემას. ონლაინ სასწავლო კლასიკურ მოდელზე დაფუძნებული „თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლები" ინსტიტუტისთვის რიგით მეექვსე კურსია. აღნიშნული კურსის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო".