მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის განხილვა რეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან

განვითარების სფეროში დღეს არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების საკითხზე ფართო მსჯელობის განახლება და მონაწილეობითი მიდგომებისა და ღირებულებების გამოყენებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითად პრინციპებზე შეთანხმება და პრაქტიკულ საქმიანობაში მისი დანერგვა.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს, თავის პარტნიორებთან ერთად დიდი სურვილი აქვს განაახლოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების საკითხზე მუშაობა. სამოქალაქო სექტორის თვითრეგულირების საკითხზე მსჯელობის დაწყება საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო მონაწილეობისა და მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელია.

შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გიწვევთ და მოგიწოდებთ ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად საქმიანობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მიიღოთ მონაწილეობა რეგიონებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც ერთად ვიმსჯელებთ და შევათანხმებთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების ძირითად პრინციპებს.
საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების ახალი მექანიზმის შექმნის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა, ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანების საქმეში. მნიშვნელოვანია, რომ ამ დეკლარაციის შემუშავების პროცესი იყოს გამჭვირვალე, ღია და ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეეძლოს მონაწილეობის მიღება, რათა ფართო კონსენსუსის საფუძველზე შეიქმნას სამოქალაქო სექტორისთვის თვითრეგულირების ახალი დოკუმენტი.
ფართო მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, გიწვევთ რეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სამუშაო შეხვედრაზე, სადაც წარმოგიდგენთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის პირველ, სამუშაო დოკუმენტს.
შეხვედრების განრიგი ასე გამოიყურება:
ქ. გორი, 7 ნოემბერი, 14:00 საათი - შეხვედრა გაიმართება ქ. გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მისამართი: სტალინის ქ. №7;
ქ. ქუთაისი, 8 ნოემბერი, 12:00 საათი - ქ. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. მისამართი: პუშკინის ქ. №6;  
ქ. ზუგდიდი, 9 ნოემბერი, 10:00 საათი - ქ. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. მისამართი: რუსთაველის ქ. №52;  
ქ. ბათუმი, 10 ნოემბერი, 12:00 საათი - ქ. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. მისამართი:  ფარნავაზ მეფის ქ. №62–64;
ქ. ოზურგეთი, 11 ნოემბერი, 12:00 საათი - ოზურგეთის „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის" ოფისი. მისამართი: 26 მაისის ქ. №11ა.
სამუშაო შეხვედრა გაგრძელდება ორ საათს. უმორჩილესად გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის სამუშაო ტექსტს და გაგვიზიაროთ თქვენი უკუკავშირი სამუშაო შეხვედრაზე, რათა ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული შეხვედრები შედგეს.
ყველა თქვენგანის ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა სამოქალაქო სექტორის თვითმარეგულირებელი დოკუმენტი სრულად ასახავდეს რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სურვილებსა და საჭიროებებს.

მოგიწოდებთ ფართო ჩართულობისა და აქტიურობისაკენ!

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ შეხვედრაში მონაწილეობა შემდეგ ელ-ფოსტაზე: eka@civilin.org
 
შენიშვნა: თანდართული დოკუმენტის სახით, იხილეთ დეკლარაციი პირველადი სამუშაო ვერსია.

წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ, თანამშრომლობისა და აქტიურობისთვის.