მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საბინაო ფონდის მართვა - საერთაშორისო კონფერენცია და სემინარი ქ.მინსკში, ბელორუსია

2016 წლის 7-10 ნოემბერს ქ. მინსკში (ბელორუსია) სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი (CSI) მონაწილეობას ღებულობს სასწავლო სემინარში თემაზე "საბინაო ფონდის მართვა". სემინარის ფარგლებში 9 ნოემბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია "ინიციატივები საცხოვრებელი უძრავი ქონების მმართველების მომზადების, გადამზადებისა და ბინათმესაკუთრეთა ინფორმირების სისტემების შექმნისათვის". კონფერენცია ჩატარდება იოჰან რაუს სახელობის საერთაშორისო განათლების ცენტრში.

სემინარის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "უძრავი ქონების მენეჯერების ასოციაცია” (მინსკი, ბელარუსი) და "ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO, ბერლინი, გერმანია). სემინარი ტარდება პროექტის "გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში” ფარგლებში.რომელიც მიზნად ისახავს საბინაო სექტორში ეროვნული რეფორმების მხარდაჭერას, სამოქალაქო საზოგადოების სამეთვალყურეო როლის გაზრდას, გაუმჯობესებული საბინაო მართვის, საცხოვრებელი სახლების ენერგეტიკული სანაციისა და ბარიერების გარეშე გარემოს შექმნას. პროექტი ასევე ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადეობასა და ეროვნულ, ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას საბინაო საკითხების გარშემო.

დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ იხილოთ  კონფერენციის პრესრელიზი და დღის წესრიგი, ასევე სემინარის დღის წესრიგი
პროექტის "HOME” შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე:  http://jildom.com/zhurnal/proekt-ek-na-puti-k-reformam-zhilishhnogo-sektora.html
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.