მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

''თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლების'' ონლაინ პროგრამის 3 სასწავლო ციკლი დასრულდა...
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელია საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს სთავაზობს ონლაინ სასწავლო პროგრამებს. მათ შორისაა „თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლები", რომელიც თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის შეიქმნა. მიმდინარე წელს დისტანციური სწავლების აღნიშნული კურსზე 500–მდე აპლიკაცია შემოვიდა, დარეგისტრირდა 240 მონაწილე (საქართველოს სხვადსხვა რეგიონის საჯარო მოხელე) სამი სასწავლო ჯგუფის ფარგლებში.
საჯარო მოხელეები 2 თვის განმავლობაში, სამსახურის პარალელურად, გადიოდნენ კურსს რომელიც მოიცავდა როგორც თვითმმართველობის შესახებ პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილს და მათ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ ლექტორთან – ირაკლი მელაშვილთან.

სამივე ჯგუფის ფარგლებში 158 მოხელემ მიიღო კურსის სერტიფიკატი. 
ონლაინ სასწავლო პროგრამა შეიქმნა პროექტის „დისტანციური სწავლება ეფექტური თვითმმართველობისთვის" – ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო".
ამავე პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა თვითმმართველობის მოხელეებისთვის გამოსცა სამაგიდო წიგნები (მანამდე ინსტიტუტმა ანალოგიური სამაგიდო წიგნები 2012 წელს გამოსცა). კერძოდ: სამაგიდო წიგნი – საკრებულოს წევრებისთვის, სამაგიდო წიგნი – თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს თანამშრომლებისთვის. ორივე მათგანის ავტორია ალექსანდრე სვანიშვილი.