მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

„თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლების“ ონლაინ სასწავლო პროგრამაზე მიღება იწყება
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს  ონლაინ სასწავლო პროგრამაზე „თვითმმართველობის ზოგადის საფუძვლების" მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს.  ეს უკვე მეოთხე ციკლია, რომელსაც ინსტიტუტი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
 
ლექტორი – ირაკლი მელაშვილი.

კურსი განკუთვნილია თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის. ონლაინ პლატფორმა საშუალებას იძლევა სამუშაოსგან მოუწყვეტლივ, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებმა ერთდროულად აიმაღლონ ცოდნა ისეთ საკითხებში, როგორიცაა თვითმმართველობის არსი, მისი ძირითადი პრინციპები, თვითმმართველობის სისტემები და მოდელები, კომპეტენცია, სამართლებრივი აქტები, ფინანსური საფუძვლები და ა.შ. კურსი მოიცავს ათ ვიდეოლექციას, საკითხავ მასალას და მიღებული ცოდნის შეფასების სისტემას.

მონაწილეობისათვის აუცილებელია შეავსოთ აპლიკაციის ფორმა

ონლაინ სასწავლო კურსი უფასოა.

განაცხადის მიღების ვადა: 31 იანვარი

სასწავლო პროცესი: თებერვალი–მარტი
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: l_shalvashvili@civilin.org
ტელ: (995 32) 2 365 675, (995 32) 2 363 600