მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

''HOME'' - ის ღონისძიებათა ციკლი გრძელდება ბერლინში სასწავლო სემინარით „საცხოვრისის მართვა და ენერგოეფექტური სანაცია გერმანიაში''
შეხვედრის მასპინძელი გახლავთ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში"(IWO). პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი. სასწავლო ვიზიტი ქ. ბერლინში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, გერმანია) პროექტში ჩართლი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაუზიარებს გერმანიაში საცხოვრისის მართვისა და ენერგოეფექტური სანაციის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას და, ასევე, სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ გერმანელ კოლეგებს და დაუსვან მათ კითხვები.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:
  • ენერგოეფექტურობის ადგილობრივი პოლიტიკა და მიღწეული შედეგები
  • მრავალბინიანი სახლების მართვის პრაქტიკა
  • მრავალბინიან სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ორგანიზება და ფუნქციონირება
  • მოსახლეობასთან თანამშრომლობის გამოცდილება შენობების მოდერნიზაციისა და ენერგოეფექტურობისათვის
  • ბარიერების გარეშე გარემოს ფორმირება და ურბანული დაგეგმარება
ბერლინში პროექტის მონაწილეები შეხვდებიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და დაათვალიერებენ სხვადასხვა ობიექტებს - საბინაო კომპანიას პოსტდამში, ენერგეტიკის სააგენტო „DENA” , შენობათა თერმომოდერნიზაციაზე მომუშავე ბიზნეს ორგანიზაციები, ბერლინის მასიური სანაციის უბნები: მარცან ჰელერსდორფსა და პოტსდამ-დრევიცში და სხვა,
დეტალური ინფორმაცია „HOME"-ის შესახებ მოცემულია ვებგვერდზე www.jildom.com