მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს სოციალური მედიის სპეციალისტის ვაკანსიას.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს სოციალური მედიის სპეციალისტის ვაკანსიას.
სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაოს ზოგადი აღწერა: სოციალური მედიის სპეციალისტი გეგმავს და პასუხისმგებელია სოციალურ ქსელებში წარმოებულ სოციალურ კამპანიაზე, მართავს ორგანიზაციის ვებგვერდებს და სოციალურ ქსელში განთავსებულ გვერდებს. მონაწილეობს კონტენტისა და ვიზუალიზაციის, სიტყვების პლატფორმების შექმნაში, თვალყურს ადევნებს კამპანიის ფარგლებში მიღებულ შედეგებს და ამზადებს ანგარიშს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ორგანიზაციის ვებგვერდების, სოციალურ ქსელებში გვერდების  მართვა;
  • სოციალური და ონლაინ მედიის სტრატეგიის და გეგმის შემუშავება;
  • ონლაინ აქტივობების დაგეგმვა და კონტენტის შექმნა;
  • ინსაიტების ანალიტიკა;
  • სოციალურ ქსელებში განთავსებული გვერდების და ორგანიზაციის ვებგვერდების სტატისტიკის პერიოდული ანგარიში და ანალიზი;
  • სოციალურ ქსელებში და ონლაინში რეკლამის განთავსების დაგეგმვა და მართვა;
  • დიზაინერთან  თანამშრომლობა (ვებ–ბანერებისა და სოციალური ქსელებისთვის ჰედერისა და ბანერების დამზადებაში ჩართულობა, კონცეფციის შემუშავება);
  • სხვადასხვა ვებგვერდებზე ვებ-ბანერების მართვა და მონიტორინგი;
  • ვებგვერდებისა და სოციალურ ქსელში არსებული გვერდების მომხმარებელთან მჭიდრო ინტერაქცია (კითხვებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • Facebook, LinkedIn, Twitter, Instagram გვერდის, youtube არხის და ვებგვერდების მართვის ცოდნა;
  • სოციალურ ქსელებში (Facebook, LinkedIn, Twitter, Instagram, youtube, აგრეთვე google) სარეკლამო კამპანიის მართვის და ვებგვერდებზე რეკლამის განთავსების ცოდნა;
  • ქართული, ინგლისური ენების გამართული ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი).
დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს: 
  • რეზიუმე/CV;
  • სამოტივაციო წერილი – მასში უნდა დაასაბუთოთ თქვენი კონკურენტული უპირატესობა. უნდა დაგვანახოთ თუ რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი თქვენზე. 
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

მონაცემები გამოგზავნეთ შემდეგ ელ–მისამართზე: l_shalvashvili@civilin.org 
წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სოციალური მედიის სპეციალისტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მარტი, 18:00 სთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:
  • არ გამოგზავნოთ სხვა კონკურსებისთვის დაწერილი, გადაკეთებული სამოტივაციო წერილები;
  • თუ კანდიდატი არ აკმაყოფილებს ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნას და მისი სამოტივაციო წერილი არ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს – მოიხსნება კონკურსიდან;
  • ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს;
  • ინტერვიუზე დაგვიანებით მოსული კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
გთხოვთ გაუფრთხილდით ჩვენს და თქვენს დროს და ენერგიას.