მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) აცხადებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე.
თუ თქვენ :
  • ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი ან სამოქალაქო აქტივისტი ან საჯარო მოხელე,
  • გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი და გსურთ გაიღრმავოთ ანალიტიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევები 

მაშინ საშუალება გეძლევათ:
ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტად გაიღრმავოთ  ცოდნა და უნარები შემდეგ საკითხებზე:
  • სოციალური კვლევის მეთოდები;
  • საჯარო პოლიტიკის ანალიზი;
  • ეკონომიკის საფუძვლები;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია
ონლაინ-პროგრამაზე სწავლა დაიწყება მაისის დასაწყისში და დასრულდება ივლისში

დამატებითი ინფორმაცია ონლაინ პროგრამის შესახებ:
პროგრამა 4 სალექციო კურსისგან შედგება: სოციალური კვლევის მეთოდები, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ეკონომიკის საფუძვლები და საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. პროგრამა დისტანციურია და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, მათთვის ხელსაყრელ დროს, შეუძლიათ ჩაერთონ პროგრამაში და მაქსიმალურდ დაზოგონ რესურსები. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება.

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე ოთხი ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში ოთხი ციკლის განმავლობაში სწავლებაზე დარეგისტრირდა 1 466 მსმენელი, ხოლო ჯამში გაიცა 633 სერთიფიკატი. ონლაინ კურსის მონაწილეები დადებითად აფასებენ ონლაინ სწავლებას. სწავლების მონაწილეთა უკუკავშირი ასეთია: მონაწილეთა 97% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 96% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია" სწავლისთვის; ხოლო 80% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.  თითოეული კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები.

პროგრამა ითვალისწინებს მცირე გრანტების და სტაჟირების შესაძლებლობას. 

სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ონლაინ პროგრამის მინიმუმ 3 კურსს, ექნებათ   შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სტაჟირების პროგრამაში  და გაიარონ 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.  სტაჟირების პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება სპეციალური კონკურის საფუძველზე. 

ასევე, საზოგადოებრივ ორგანიზაციები, რომელთა წევრებიც/თანამშრომლებით წარმატებით გაივლიან ონლაინ პროგრამას,  მიიღებენ შესაძლებლობას მიიზიდონ კვალიფიცირებული კადრები ანაზღაურებად სტაჟირებაზე და დამატებით, ჩაერთონ საგრანტო (10,000 ევრო) კონკურსში, რაც ხელს შეუწობს პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა და უნარები პრაქტიკაში განხორციელონ.
 
კურსების აღწერა:
სოციალური კვლევის მეთოდების სალექციო კურსი მიზნად ისახავს, მსმენელებმა შეიძინონ საბაზისო ცოდნა სოციალური  კვლევის, კვლევის სტრატეგიის, მეთოდოლოგიის, მეთოდიკის, ტექნიკის შესახებ. მსმენელებს საშუალება ეძლევათ, დაეუფლონ სოციალური ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა მეთოდს, რომლებიც რელევანტურია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევებისათვის. კურსს აქვს პრაქტიკული (გამოყენებითი) ღირებულება: ის მოამზადებს მსმენელებს იმისათვის, რომ შეძლონ სოციალური კვლევების ჩატარება სუპერვაიზორთა მეთვალყურეობის ქვეშ.
კურსის ხელმძღვანელი: იაგო კაჭკაჭიშვილი

საჯარო პოლიტიკის ანალიზის კურსი წარმოადგენს პრაქტიკულად ორიენტირებული სემინარების ციკლს, რომლის მიზანია მსმენელებს გააცნოს ის უშუალო გარემო, რომელშიც საჯარო პოლიტიკის ანალიზი ხორციელდება; აგრეთვე გააცნოს პოლიტიკის ანალიზის თეორია და დაეხმაროს კურსის მონაწილეებს ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. სემინარების მსვლელობაში დაწვრილებით განიხილება პოლიტიკის ანალიზის მეთოდის შემადგენელი ნაწილები: პრობლემის განსაზღვრა, შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება, ალტერნატიული პროგრამების შემუშავება, ალტერნატიული პროგრამების შედეგების შეფასება, არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. ყურადღება დაეთმობა, აგრეთვე, პოლიტიკის ანალიზის პროდუქტის ზეპირ და წერილობით პრეზენტაციას.
კურსის ხელმძღვანელი: ქეთევან მელიქაძე

ეკონომიკის საფუძვლები: კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ეკონომიკის ფუნდამენტურ პრინციპებს; განუვითარდეთ ეკონომიკური აზროვნება და ანალიზის უნარი მიკროეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ დონეზე, ასევე სტუდენტებმა შეძლონ საკუთარი და პროფესიული მოთხოვნებიდან გამომდინარე ეკონომიკური ხასიათის საჭირო ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება. სასწავლო კურსი მოიცავს ეკონომიკის ზოგად პრინციპების შესწავლას. ასევე მიკროეკონომიკის ძირეული მიმართულებების ისეთი თემების განხილვას, როგორიცაა: ეკონომიკის პრინციპები; მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო ძალები; ელასტიურობა და სამთავრობო პოლიტიკა; ინვესტიციები და ფინანსური სისტემა; მაკროეკონომიკური პოლიტიკა. 
კურსის ხელმძღვანელი: თენგიზ შერგელაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია: კურსის მიზანია მსმენელებმა გაიგონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი, რომელიც მდგომარეობს ორგანიზაციის მიზანმიმართულ კომუნიკაციაში საკუთარ სამიზნე აუდიტორიასა და დაინტერესებულ მხარეებთან, რომელიც ორმხრივი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. კურსი სასარგებლო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი ამოცანებისა და განხორციელების თანამედროვე ინსტრუმენტების თეორიით. კურსის გავლის შემდეგ, მსმენელებს შეეძლებათ: ჩამოაყალიბონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი და მის წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანები, მოახდინონ მისი განსხვავება ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სხვა მიმართულებებისაგან, ასევე განსაზღვრონ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციის საკომუნიკაციო ამოცანები და დაგეგმონ შესაბამისი საზოგადოებასთან ურთიერთობის და ადვოკატირების კამპანია.
კურსის ხელმძღვანელი: კახა მაღრაძე

რეგისტრაცია:
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 აპრილი 2017 წელი
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. 
დამატებითი კითხვების  შემთხვევაში მოგვმართეთ: (995 32) 2 36 36 00