მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სასწავლო სემინარი : საცხოვრისის მართვა და მრავალბინიანი სახლების ენერგო ეფექტური სანაცია
2017 წლის 16-18 მაისს ქალაქ ბათუმში სასწავლო სემინარი „საცხოვრისის მართვა და მრავალბინიანი სახლების ენერგოეფექტური სანაცია" გაიმართა.  სემინარი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალისა და ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO) მიერ იყო ორგანიზებული, პროექტის - „НОМЕ: გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში" - ფარგლებში.

ბათუმის სემინარი გაგრძელებაა პროექტის ღონისძიებათა ციკლს, რომლის მიზანია პარტნიორ ქვეყნებში შექმნილი 11 რესურსცენტრის კვალიფიკაციის ამაღლება. რესურსცენტრები ბინათმესაკუთრეებს საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარებას უწევენ, რათა აამაღლონ მათი ცნობიერება საბინაო მეურნეობის მართვის საკითხებზე და ხელი შეუწყონ სხვადასხვა დაინტერესებული მხარესთან არსებული პრობლემების განხილვას საბინაო ფონდის მართვის სფეროში.

 პარტნიორი ქვეყნებიდან ექსპერტებმა  განიხილეს საზოგადოებრივი მონაწილეობის გაზრდის გზებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და რესურსცენტრების ბაზაზე ერთობლივი პლატფორმის შექმნის შესაძლებლობა, რათა მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერება საკანონმდებლო ცვლილებების წინადადებების მომზადების მხრივ.

სემინარზე ფარგლებში  ქ. ბათუმის საბინაო ფონდში მიმდინარე ენერგოეფექტურობის პროექტებს გაეცნენ. განიხილეს არსებული შესაძლებლობები და შეზღუდვები ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების მხრივ საქართველოში და პარტნიორ ქვეყნებში. სასწავლო სემინარზე წარიმართა დისკუსია ეროვნული საცხოვრისის სფეროს რეფორმების პერსპექტიული მიმდინარეობების განსაზღვრის მიზნით და სამოქალაქო საზოგადოების როლის, როგორც დამკვირვებელი ინსტიტუტის გაძლიერებაზე. ასევე განიხილეს შესაძლებელი ერთობლივი აქტივობების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საცხოვრისის შესაბამისი მართვა და ენერგოეფექტური სანაცია აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.