მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება
შეხვედრები რეგიონებში

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრას საქართველოს რეგიონებში, სადაც განხილული იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით, შემუშავდა საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია, რომელსაც 230-ზე მეტი ორგანიზაცია უკვე მიუერთდა. ამ დეკლარაციის ერთერთ პრინციპად მოაზრებულია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტი ითვალისწინებს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპის შესახებ კონცეფციისა და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია ფართო მონაწილეობითი პროცესის წარმართვით მოხდეს კონსენსუსის მიღწევა აღნიშნულ სახელმძღვანელო მითითებებზე, რომელიც მომავალში თითოეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას საშუალებას მისცემს უზრუნველყოს უკეთესი ინსტიტუციური განვითარება და მდგრადი, შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება.

რეგიონული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართება დისკუსია საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკანონმდებლო გარემოს ძირითადი ასპექტების შესახებსამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი წარმოადგენს არსებული სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმების შესახებ კვლევის ძირითად მიგნებებს. გარდა ამისა, განხილული იქნება სსო-ების ფინანსური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები: ა) თვითმმართველი ერთეულების მიერ გრანტის გაცემის შესაძლებლობა; ბ) გრანტით შექმნილი აქტივების შემდგომში ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენება; გ) მოხალისეობისსაგადასახადო რეგულირება.

სამუშაო შეხვედრების განრიგი:

ქ. ახალციხე. 6 ივლისი, 14:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (მის: მანველიშვილის 19);

ქ. თელავი. 7 ივლისი, 12:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (მის: ვაჟა–ფშაველას ქ. 3);

ქ. ზუგდიდი. 10 ივლისი, 12:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (მის: რუსთაველის ქ. 52);

ქ. ბათუმი. 11 ივლისი, 12:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (მის: ფარნავაზ მეფის ქ. 62–64);

ქ. ოზურგეთი. 12 ივლისი, 12:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (მის: ჭავჭავაძის ქ.14);

ქ. ქუთაისი. 13 ივლისი, 12:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (მის: პუშკინის ქ. 6);

ქ. გორი. 14 ივლისი, 13:00 საათი, გორის საინფორმაციო ცენტრი (მის: ჩიტაძის ქ.3);

ქ. რუსთავი. 18 ივლისი, 12:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (მის: კოსტავას ქ. 22);

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.