მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

გურიაში ტურიზმის ფესტივალი და ტურიზმის პერსპექტივების განხილვა გაიმართება
23–26 ივლისს ევროკავშირის მხარდაჭერით გურიაში იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები. 23 ივლისს ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში გაიმართება ტურიზმის ფესტივალი, 24–26 ივლისს გურიის ტურიზმის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ფართომასშტაბიანი განხილვა.
ფესტივალის ფარგლებში საზოგადოება გაეცნობა რეგიონში არსებულ ტურისტულ პოტენციალს, გურიაში წარმოებულ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს, მოეწყობა ადგილობრივი კულინარიული კუთხეები, გაიმართება კონცერტები.

23 ივლისი, 2017, გურიის ტურიზმის ფესტივალის განრიგი: 12:00 საათი, ლანჩხუთის ცენტრალური პარკი, 16:00 საათი, ჩოხატაურის გორაბერჟოულის დენდროლოგიური პარკი, 19:00 საათი, ქ. ოზურგეთის მ.კოსტავას პარკი.
ფესტივალს დაესწრებიან ევროკავშირის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მაცხოვრებლები, ტურისტები.
ფესტივალის შემდგომ 24, 25 და 26 ივლისს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, მოქალაქეები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული აქტორები გამართავენ გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების ფართომასშტაბიან განხილვას.
იგი ჩატარდება მონაწილეობითი მეთოდოლოგიით – CHARRETTE Studio, რომელიც შემუშავდა მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის შარეტის ეროვნულ ინსტიტუტში (National Chrrette Institute -NCI). გაიმართება პლენარული სესიები და თემატური ჯგუფები, რომლის შემდგომ დამსწრე საზოგადოება, ერთობლივად განსაზღვრას იმ პრიორიტეტებს, რასაც დაეფუძნება გურიის ტურიზმის სტრატეგია.
განხილვა გაიმართება ქ. ოზურგეთში, კოლეჯ „ჰორიზონტის" შენობაში (რუსთაველის 8), 2017 წლის, 24, 25, 26 ივლისს.
3 წლიანი პროექტი „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის", ხორციელდება ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების, ქ. ოზურგეთის მერიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ურთიერთთანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.