მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

განაცხადების მიღება დაიწყო
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) იწყებს განაცხადების მიღებას ორ სასწავლო კურსზე: ეკონომიკის საფუძვლებსა და მუნიციპალურ საჯარო ფინანსებზე

თუ თქვენ :
  • ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი 
  • გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი და გსურთ გაიღრმავოთ ანალიტიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევები 

მაშინ საშუალება გეძლევათ: ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ  ცოდნა და უნარები.

სწავლა დაიწყება ნოემბერში და დასრულდება იანვარში

ონლაინ სწავლების შესახებ:
 
სასწავლო კურსები დისტანციურია და ყველა აქტივობა: ლექციები,  დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და  სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსები და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები.

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე ხუთი ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში ხუთი ციკლის განმავლობაში სწავლებაზე დარეგისტრირდა 1 755 მსმენელი, ხოლო ჯამში გაიცა 716 სერთიფიკატი.  V ციკლის მონაწილეები დადებითად აფასებენ ონლაინ სწავლებას. სწავლების მონაწილეთა უკუკავშირი ასეთია: მონაწილეთა 93% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 92% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია" სწავლისთვის; ხოლო 95% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.

პროექტში მონაწილეობა უფასოა.  თითოეული კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები.

პროექტი ითვალისწინებს მცირე გრანტების და სტაჟირების შესაძლებლობას. 

სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან მინიმუმ 2 კურსს, ექნებათ   შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სტაჟირების პროგრამაში  და გაიარონ 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.  სტაჟირების პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება სპეციალური კონკურის საფუძველზე. 

ასევე, საზოგადოებრივ ორგანიზაციები, რომელთა წევრებიც/თანამშრომლებით წარმატებით გაივლიან 2 სასწავლო კურსს,  მიიღებენ შესაძლებლობას მიიზიდონ კვალიფიცირებული კადრები ანაზღაურებად სტაჟირებაზე და დამატებით, ჩაერთონ საგრანტო (10,000 ევრო) კონკურსში, რაც ხელს შეუწობს პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა და უნარები პრაქტიკაში განხორციელონ.


კურსების აღწერა:

ეკონომიკის საფუძვლები:  კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ეკონომიკის ფუნდამენტურ პრინციპებს; განუვითარდეთ ეკონომიკური აზროვნება და ანალიზის უნარი მიკროეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ დონეზე, ასევე სტუდენტებმა შეძლონ საკუთარი და პროფესიული მოთხოვნებიდან გამომდინარე ეკონომიკური ხასიათის საჭირო ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება. სასწავლო კურსი მოიცავს ეკონომიკის ზოგად პრინციპების შესწავლას. ასევე მიკროეკონომიკის ძირეული მიმართულებების ისეთი თემების განხილვას, როგორიცაა: ეკონომიკის პრინციპები; მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო ძალები; ელასტიურობა და სამთავრობო პოლიტიკა; ინვესტიციები და ფინანსური სისტემა; მაკროეკონომიკური პოლიტიკა.

კურსის ხელმძღვანელი: თენგიზ შერგელაშვილი

მუნიციპალური საჯარო ფინანსები: კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ეკონომიკის და მრავალდონიანი საჯაროო მმართველობის ურიერთმიმართება დეცენტრალიზაციის კონტექსტში, მუნიციპალური დაგეგმარების, ბიუჯეტის და საბიუჯეტო პროცესის და მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური კუთხით საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მექანიზმები. ჩამოუყალიბოს   მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და როლის გააზრების, მუნიციპალური ბიუჯეტის გაცნობისა და ანალიზის უნარი. განუვითაროს    საკუთარი    თუ    პროფესიული    მოთხოვნებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან და მუნიციპალურ ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციიის მოპოვბისა და გამოყენების უნარები; 

კურსის ხელმძღვანელი: თენგიზ შერგელაშვილი

რეგისტრაცია:

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  5 ნოემბერი  2017 წელი
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
იხილეთ ლინკი: https://goo.gl/forms/Kq6URvRuW5cugV4d2
დამატებითი კითხვების  შემთხვევაში მოგვმართეთ: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი