მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საინფორმაციო შეხვედრები ბათუმის 13 უბანში
ოქტომბრის თვეში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალის მიერ პროექტის - „ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის"- ფარგლებში ბათუმის ცამეტ უბანში შეხვედრები გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრებს - " საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა ადგილობრივ მოსახლეობაში" - პროექტის მონაწილე ახალგაზრდები და საზოგადოებრივი დარბაზების თავმჯდომარეები უძღვებოდნენ. შეხვედრების მიზანი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირება იყო. 

აუდიტორია გაეცნო საჯარო ინფორმაციის მოთხვნის წესებს, გზებს და პროცედურებს, ასევე, გაიგეს რა ვადებში უნდა მიიღოს მოქალაქემ მუნიციპალიტეტისგან საჯარო ინფორმაცია და როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება მიღებულ ინფორმაციაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ის პრობლემები და გამოწვევები რაც ინფრომაციის ხელმისაწვდომობის ჭრილში არის მუნიციპალიტეტში. პარალელურად მიმდინარეობდა საჯარო ინფორმაციის კუთხით მოქალაქეთა ინტერესების მოკვლევა, ცამეტივე უნანში გამოკვეთილ იქნა ის საკითხები, რაც მოქალაქეებს აინტერესებთ. მოკვლევის შედეგები წარედგინება ბათუმის მუნიციპალიტეტს , რატა შემდგომში უზურნველყოს აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა პროექტის - „ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის" - ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია Europe Foundation. ევროპის ფონდი.