მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სსო–ების სახ. დაფინანსების საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
10 ნოემბერს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების მოდელზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის 28 სექტემბერს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების ეროვნული ფორუმის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების მოდელის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებაზე. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები, აგრეთვე ექსპერტები. 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს ფორუმზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით გამოკვეთილი ძირითადი რეკომენდაციები, აგრეთვე, ჯგუფი იმსჯელა საქართველოსთვის საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების მოდელის ძირითად მიმართულებებზე. 
შეხვედრა ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" – ფარგლებში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ და ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.