მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საცხოვრისის მართვისა და ენერგოეფექტური სანაციის საკითხებს განიხილავენ მედია რელიზი
26 იანვარს, 11 საათზე, სასტუმრო იოტა თბილისში (ლერმონტოვის ქ. #10) გაიმართება კონფერენცია თემაზე „საცხოვრისის პოლიტიკა, მდგრადი მართვის პრაქტიკა, ენერგოეფექტურობა და დაფინანსება: არსებული მდგომარეობა, გამოწვევები, ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებებისა და ხელმისაწვდომი დაფინანსების პერსპექტივები”. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი", ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო „საქართველო", სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი.

ღონისძიებაში მონაწილეობენ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და მისი მიზანია საცხოვრისის მართვისა და ენერგოეფექტური სანაციის საკითხების განხილვა. კონფერენციის მომხსენებლები და პანელური დისკუსიის მონაწილეები წინ წამოწევენ საცხოვრისის პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს, შენობების ენერგოეფექტური მოდერნიზაციის შესაძლებლობებსა და სხვა მიმდინარე საკითხებს, რაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში დღის წესრიგში დგას. კონფერენცია საცხოვრისის საკითხებზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ორგანიზებული ერთ-ერთი პირველი ღონისძიება გახლავთ, რომელიც საცხოვრისის სექტორს სამოქალაქო საზოგადოების როლისა და მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენის კუთხით განიხილავს.

ღონისძიება გაიმართება პროექტის "გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში" ფარგლებში. პროექტი ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი და ის გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში - თბილისი, ბათუმი და ქუთაისი) 2015 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროექტის წამყვანი პარტნიორია გერმანული ორგანიზაცია - ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO). პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების მიღებაში. პროექტი 2018 წლის 31 იანვარს სრულდება. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი", ქუთაისში - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ბათუმში - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.