მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

13 სათემო შეხვედრა
ბათუმის 13 ტერიტორიულ ერთეულში,  პროექტის - „ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის"- ფარგლებში სათემო შეხვედრები გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრებს - " საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა ადგილობრივ მოსახლეობაში" - საზოგადოებრივი დარბაზების თავმჯდომარეები და მერიის სამსახურების წარმოამდგენლები  უძღვებოდნენ. 

შეხვედრების მიზანი, მოსახლეობის მიერ დასახელებული უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება და ადგილობრივი პრობლემების შესახებ ინფორმაციის პირდაპირი გზით მიწოდება იყო. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობდა მერიის ოთხი სამსახურის წარმომადგენლობა: კეთილმოწყობის სამსახური, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური, ა(ა)იპ კორპუსი და ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. საზოგადოებრივი დარბაზების წევრებმა, ჯამში 115-მდე მოქალაქემ, მიიღეო ინფორმაცია წარმოდგენილი სამსახურების მიერ 2018 წელს ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე განიხილეს უბნებში არსებული პრობლემები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი სამსახურების კომპეტენციაში იყო.

დარბაზის თავმჯდომარეებმა აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების შესახებ ქალაქის მერს წერილობითი განცხადებებით მიმართეს.

სათემო შეხვედრები ჩატარდა პროექტის - „ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის" - ფარგლებში, რომლის მხარდამჭერი ევროპის ფონდი.