Civil Society Institute
მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ტრენინგები-საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა
მარტსა და აპრილში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, რეგიონულ ჰაბებთან თანამშრომლობით  პროექტ ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში ჩაატარა ტრენინგების ციკლი  „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა".
ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა იმსჯელეს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდბეულების სტანდარტების პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობაზე,  ამასთან ერთად ისინი გაეცნენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შექმნილ სახელმძღვანელო დოკუმენტს „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები", მის ძირითად არსს და რეკომენდაციებს. ამავე აქტივობის ფარგლებში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თემაზე, „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა", სადაც სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ რეგიონული ჰაბები.  

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ტრენინგ მოდულის კონცეპტუალური გააზრების შესაძლებლობა ჰქონოდათ, სისტემურ ცვლილებას, მონაწილეობით მიდგომებს და ანგარიშვალდებულება გამჭვირვალობის სტანდარტებს შორის კავშირი უფრო ნათლად დაენახათ და შესძლებოდათ ფასილიტაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. ტრენინგის დასასრულს მათ გადაეცათ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის სრული პაკეტი.
პროექტი ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.