მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ტრენინგები თემაზე ''სისტემური ცვლილება და საზოგადოებრივი მონაწილეობა''
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, პროექტ, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, შიდა ქართლსა და აჭარაში ჩაატარა ტრენინგები თემაზე, „სისტემური ცვლილება და საზოგადოებრივი მონაწილეობა ". აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა რეგიონულ ჰაბებთან თანამშრომლობით, 22-23 მაისს გორში, ხოლო 29-30 მაისს ბათუმში. გორში ტრენინგებს უმასპინძლა შიდა ქართლის რეგიონულმა ჰაბმა, „გორის საინფორმაციო ცენტრი", ხოლო ბათუმში, აჭარის რეგიუნულმა ჰაბმა, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი".

ტრენინგი ორივე რეგიონში მიზნად ისახავდა იმას რომ ადგილობრივ დონეზე განვითარების აქტორები: საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თვითმმართველობის, მედიის წარმომადგენლები, სათემო ლიდერები და აქტიური მოქალაქეები, გაცნობოდნენ სისტემური ცვლილების არსსა და შედეგზე/გავლენაზე ორიენტირებული მიდგომის საბაზისო პრინციპებს, რათა მათ ეფექტურად განახორციელონ პოზიტიური მდგრადი ცვლილებები საკუთარ თემში. თეორიული და პრაქტიკული სახის დავალებების საშუალებით, მონაწილეებმა გაიაზრეს პროექტის მართვის ძირითადი ტერმინოლოგია, დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების მნიშვნელობა, მონაწილეობის დონეები, ფასილიტაციისთვის საჭირო კომპეტენციები და მდგრადი განვითარების პროცესში სისტემური ცვლილებისა და მონაწილეობითი მიდგომის როლი. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ინსტრუმენტს და თანამედროვე მიდგომებს პროექტის მართვის კუთხით.
პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.