მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

გამოცხადდა მიღება თვითმმართველობის ონლაინ სასწავლო პროგრამებზე
 
 
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამებზე:
  1. თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლები;
  2. ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები.

 პროგრამების აღწერა:
თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლები:
თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლების მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეებს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება თვითმმართველობის საკითხებში. კერძოდ, ონლაინ ლექციათა ციკლი მოიცავს ისეთ თემატიკას როგორიცაა თვითმმართველობის ისტორია დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოში, მისი არსი და როლი დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების პროცესში, თვითმმართველობის მოდელები, კომპეტენციები, ქონება, ფინანსური საფუძვლები, მუნიციპალური ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპები და ფორმები.
კურსს უძღვება: ირაკლი მელაშვილი
 
ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები:
კურსის მიზანია მსმენელი გაეცნოს საქართველოს ნორმატიული აქტების სისტემას და იერარქიას, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავების, მიღების, გამოქვეყნებისა და გაუქმების საკითხებს. შესაბამისად კურსი მოიცავს ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ნორმატიული აქტების იერარქია, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები ნორმატიული აქტების მიღების სფეროში, მუნიციპალიტეტების ორგანოების/თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შემუშავების, მიღების და გამოქვეყნების წესები, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება, მუნიციპალიტეტის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული  სხვა საკითხები.
კურსს უძღვება: ლევან ფანიაშვილი
 
რას მოიცავს ონლაინ სწავლება?
სასწავლო პროგრამები დისტანციურია და ყველა აქტივობა: ლექციები,  დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და  მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ პროგრამა და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები.

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და დღეის მონაცემები დარეგისტრირდა 2 498 მსმენელი, ხოლო ჯამში გაიცა 955 სერთიფიკატი.
მონაწილეთა 97% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 96% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია" სწავლისთვის; ხოლო 98% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.

სწავლება უფასოა და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი


ვის შეუძლია მონაწილეობა?
  • საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრს ან თანამშრომელს;
  • სტუდენტს;
  • საჯარო მოხელეს;
  • აქტივისტს.
მონაწილეთა შერჩევა:
ონლაინ სასწავლო პროგრამის ადმინისტრაციის და ლექტორის მიერ ხდება მონაწილეთა შერჩევა. ყურადღება ექცევა მონაწილის მოტივაციას. უპირატესობა ენიჭებათ საქართველოს რეგიონების წარმომადგენლებს.

რეგისტრაცია და ვადები:
გამოიყენე შესაძლებლობა: ყოველდღიური საქმიანობის: სამუშაოს, ლექციების პარალელურად გაიღრმავე ცოდნა და უნარები... სწავლების მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/aGnlQcjA85cig90C3

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 16 ივლისი, 2018 წელი

სწავლა დაიწყება სექტემბერში და დასრულდება ნოემბერში

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი