მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

კონფერენცია ''საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდამჭერი კამპანია: როგორ დავძლიოთ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები''
13 ივლისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), ფაბრიკა თბილისში,გამართება კონფერენცია „საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდამჭერი კამპანია: როგორ დავძლიოთ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები."

კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ გავრცელებული სტერეოტიპების გამოვლენის, მათი დაძლევის, კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა. თბილისის კონფერენცია იყო დასკვნითი ღონისძიება, რომელმაც შეაჯამება საქართველოს რეგიონებში გამართული რეგიონული შეხვედრების შედეგები. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით აღნიშნული რეგიონული შეხვედრების ჩატარება მიზნად ისახავდა ადგილობრივ დონეზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი ნდობის ნაკლებობის მიზეზების გამოვლენას.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ივონე გოგოლი - ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე საქართველოში, დავით აფრასიძე-„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტის მენეჯერი და ვაჟა სალამაძე-სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი.

კონფერენციაზე ასევე გაიმართა საერთო ეროვნული 2 კვლევის შედეგების პრეზენტაცია. პირველი კვლევა ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების, ევროინტეგრაციის და ბიზნეს კომპანიების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას,ხოლო მეორე - ბიზნეს კომპანიების დამოკიდებულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ.კვლევები მიზნად ისახავდა, კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებისათვის არსებული ტენდენციებისა და დამოკიდებულებების გამოვლენას. კვლევები ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში CRRC-საქართველოს მიერ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიის, მარკეტინგის და კომუნიკაციის სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული მხარეები. კონფერენციაზე მონაწილეების აქტიური მსჯელობის შედეგად მიებული ინფორმაცია და მიგნებები ხელს შეუწყობს კამპანიის სტრატეგიულ მიმართულებებზე შეჯერებას.

კონფერენცია ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან(CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი ორგანზიაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშალდებულებისა და გამჭვრივალობის გაზრდადა მათი კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.