მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

რეგიონული სამუშაო შეხვედრები
სტერეოტიპების რღვევის კამპანიის ფარგლებში კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ივნისსა და ივლისში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), საქართველოს 10 რეგიონში,  რეგიონულ ჰაბებთან თანამშრომლობით გამართა სამუშაო შეხვედრები. აღნიშნული რეგიონული შეხვედრების ჩატარება მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ არსებული სტერეოტიპების შესწავლას და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი ნდობის ნაკლებობის მიზეზების გამოვლენას. მასში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივ დონეზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. რეგიონულ შეხვედრებს მართავს კომპანია „ელიოტ ვებერი", რომელიც ტენდერის საფუძველზე შეირჩა პროექტის გუნდისა და მრჩეველთა საბჭოს მიერ.

 პროექტი ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა"  ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.