Civil Society Institute
მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სახელმწიფო გრანტების მონიტორინგისთვის მცირე გრანტები
აღნიშნული საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის მიზნების შესახებ
საქართველოში საჯარო ინსტიტუტები (სამინისტროები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები) კომპეტენციის სფეროების მიხედვით გასცემენ გრანტებს. დაფინანსების საგრანტო მექანიზმის გამოყენება ხდება კანონმდებლობით დადგენილი მიზნობრიობით, მიმართულებითა და განსაზღვრული საჯარო ინსტიტუტების მიერ. ამასთან, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გრანტების გაცემის საკითხები რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით.
პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შესაბამისად, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების არსებული სისტემის პერიოდულ მონიტორინგს და ამ მიზნით, 2018-2020 წლებში გათვალისწინებულია მცირე ქვე-გრანტების გაცემა.
სახელმწიფო გრანტების სისტემის მონიტორინგის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა შეიმუშავა „სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის სახელმძღვანელო". სახელმძღვანელო წარმოადგენს მეთოდოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც საჯარო ინსტიტუტების მიერ საგრანტო დაფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელ პირს დაეხმარება სახელმწიფო გრანტების გაცემის პროცესის შესწავლასა და ანალიზში. თავის მხრივ, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შემუშავებისას, გამოყენებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ განხორციელებული კვლევის „საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმები" მიგნებები.
საგრანტო კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს;
  • საგრანტო თანხის ოდენობა: 7 500 ევროს ექვივალენტი ლარებში.
  • პროექტის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 6 თვე;
  • გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სახელმწიფო გრანტის გაცემის მოქმედი სისტემის მონიტორინგისთვის, გათვალისწინებულია 2 ქვე-გრანტის გაცემა. ამასთან, ერთი გრანტი გაიცემა 2016 წლის პერიოდის მონიტორინგისთვის, ხოლო მეორე გრანტი გაიცემა 2017 წლის პერიოდის მონიტორინგისთვის.

5. მონიტორინგი უნდა შეეხოს გრანტის გამცემ ყველა საჯარო ინსტიტუტს (საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები).
6.მონიტორინგი არ შეეხება ფიზიკურ პირებსა და მეწარმე სუბიექტებზე გაცემულ გრანტებს (იხილეთ: საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ")შესაბამისად, განსახორციელებელი მონიტორინგის შედეგები არ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მათ შესახებ.
7. მონიტორინგი უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

  • ზოგადი ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის გამცემი საჯარო ინსტიტუტებისა და გაცემული გრანტების შესახებ - წლიდან წლამდე იცვლება გრანტის გამცემი საჯარო დაწესებულებების რაოდენობა, საგრანტო მიმართულებები, გაცემული გრანტების მოცულობები და სხვა. აქედან გამომდინარე, მონიტორინგი უნდა იძლეოდეს სამონიტორინგო პერიოდის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: 1) სახელმწიფო გრანტების გაცემის სამართლებრივი ბაზის მოკლე აღწერა (შედარებითი ანალიზისთვის, გამოიყენეთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ განხორცილებული კვლევა: საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმები); 2) სახელმწიფო გრანტების გამცემი საჯარო ინსტიტუტების რაოდენობა და სია; 3) გაცემული გრანტების რაოდენობა (ცალკეული საჯარო ინსტიტუტების მიხედვით, აგრეთვე ერთობლიობაში ყველა ინსტიტუტის მიერ); 4) გაცემული გრანტის ოდენობა/მოცულობა და სია (ცალკეული საჯარო ინსტიტუტების მიხედვით, აგრეთვე ერთობლიობაში ყველა ინსტიტუტის მიერ); 5) გრანტის მიმღები სუბიექტების რაოდენობა და სია (ცალკეული საჯარო ინსტიტუტის მიხედვით, აგრეთვე ერთობლიობაში ყველა ინსტიტუტის მიერ).
  • ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის გაცემის პროცესის დაგეგმვისშესახებ - როგორც წესი, სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ გრანტის გაცემა ხდება წინასწარ დამტკიცებული კონკრეტული წლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში. მონიტორინგისას შესწავლილი უნდა იქნეს, როგორ ხდება გრანტის გამცემი სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ საგრანტო პროგრამების დაგეგმვა. ამ საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს სამონიტორინგო წლის მიხედვით და უნდა მოიცავდეს გრანტის გამცემ ყველა საჯარო ინსტიტუტს.
  • ინფორმაცია საგრანტო დაფინანსების გაცემის ეტაპების რეგულირების შესახებ - როგორც წესი, საჯარო ინსტიტუტების მიერ გრანტების გაცემა ხდება წინასწარ დადგენილი წესების მიხედვით, რომლებიც რიგ შემთხვევებში განსხვავდება ერთმანეთისგან. ამასთან, გრანტის გაცემის სრული პროცესი, საგრანტო პროგრამის დაგეგმვასთან ერთად, მოიცავს გრანტის გაცემისა და მისი შესრულების მონიტორინგის ეტაპებს. მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილი უნდა იქნეს, სამონიტორინგო პერიოდში რეგულირდებოდა თუ არა გრანტის გაცემის ეტაპები სამართლებრივი აქტით. მონიტორინგი უნდა შეეხოს გრანტის გამცემ ყველა საჯარო ინსტიტუტს.
  • ინფორმაცია გრანტის გაცემის პრაქტიკის შესახებ - საჯარო ინსტიტუტის მიერ გრანტის გაცემის პროცესი შეიძლება დაიყოს 3 ძირითად ეტაპად: გრანტის გაცემის დაგეგმვა; გრანტის გაცემის პროცესი; გაცემული გრანტის მონიტორინგი და შეფასება. მონიტორინგის ეს კომპონენტი გულისხმობს იმის დადგენას, გრანტის გაცემისას საჯარო ინსტიტუტის მიერ რამდენად ხდება სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა. ამ მიზნით, მონიტორინგისთვის, აპლიკანტმა გრანტის გამცემი ყველა ინსტიტუტის მიხედვით, შემთხვევითი შერჩევის გზით, უნდა შეარჩიოს გამოცხადებული საგრანტო კონკურსების და დაფინანსებული პროექტების/გაცემული გრანტების სტატისტიკურად ვალიდური რაოდენობა. სამონიტორინგო ობიექტის შერჩევისას რეკომენდებულია გათვალისწინებული იქნეს, რომ მონიტორინგი შეეხოს სხვადასხვა კატეგორიის კონკურსებს/გრანტებს (დიდი მოცულობის, საშუალო მოცულობის, მცირე მოცულობის). ამასთან, სამონიტორინგო კონკურსების/გრანტების/საგრანტო პროექტების რაოდენობა მონიტორინგის განხორციელების პროცესში უნდა შეთანხმდეს „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან".

8. ქვე-გრანტის მიმღებმა მონიტორინგის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ინფორმაცია უნდა წარუდგინოს „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს". ინფორმაციის წარდგენის პერიოდულობა განისაზღვრება „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" მიერ.
9. მონიტორინგისთვის გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული „სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის სახელმძღვანელო". მონიტორინგის ანგარიში უნდა შედგეს წინასწარ განსაზღვრული ფორმით (იხ. სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის სახელმძღვანელო, დანართი 10) ამ საგრანტო კონკურსის პირობების გათვალისწინებით.
საკონკურსო მოთხოვნები:
საგრანტო განაცხადი უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე. განმცხადებელი ვალდებულია, დაიცვას განაცხადის დადგენილი ფორმატი (იხ. დანართი 1 სააპლიკაციო ფორმა) და წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

  • ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ;
  • ორგანიზაციის / გუნდის გამოცდილება მონიტორინგის მიმართულებით;
  • მონიტორინგის მეთოდოლოგია / სამოქმედო გეგმა;
  • პროექტის შესრულების განრიგი;
  • პროექტის ბიუჯეტი (დანართი 2);
  • პროექტის განხორციელების რისკები;
  • პროქტის გუნდის სტრუქტურა, სამუშაოს ფუნქციური განაწილება;
  • დანართის სახით
    ა) ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები, დაფინანსების ოდენობის და წყაროს მითითებით;

ბ) პროექტის განხორციელებაში ჩართული ყველა პირის CV-ები (მათ შორის, ექსპერტის, თუ პროექტი ითვალისწინებს გარე პირის მოწვევას);

განაცხადს შესაძლოა დაერთოს დამატებითი ინფორმაცია/დანართები (ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განამტკიცებს განაცხადს და გახდის მას უფრო დამაჯერებელს).

კონკურსში მონაწილეთა საპროექტო განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: tamar@civilin.org; განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 24 სექტემბერი 18:00სთ.

პროექტები მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დოკუმენტაციის მიღების დადასტურების შემდეგ. შემოტანილი პროექტი განმცხადებელს არ დაუბრუნდება.

გამარჯვებულ საპროექტო განაცხადებს გამოავლენს კომისია, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.
შეფასების ცხრილი:

შეფასების კრიტერიუმი

წონა

ამოცდილება

  • ორგანიზაციის მსგავსი პროექტები;
  • განმახორციელებელი გუნდის გამოცდილება.

30%

მეთოდოლოგია/სამოქმედო გეგმა

  • რამდენად რელევანტურია მეთოდოლოგია;
  • რამდენად მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა.

40%

რესურსები:

  • ბიუჯეტი (რამდენად შეესაბამება ბიუჯეტი პროექტის აქტივობებს; რამდენად რელევანტურია წარმოდგენილი ხარჯების კატეგორიები და განფასებები.)
  • პროექტის შესრულების განრიგი;
  • განმახორციელებელი გუნდის სტრუქტურა და ფუნქციების განაწილება.

30%

15%

 

10%

5%

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 5 სექტემბერს 13:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში: ქ. თბილისი, ბალანჩივაძის #2, V სართული

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
Tel: (995 32) 2 36 36 00 - თათა ბოჭორიშვილი
E-mail: tamar@civilin.org