მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სტაჟირების პროგრამა
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ონლაინ სასწავლო პლატფორმის (www.e-learning.ge) სერთიფიცირებული სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას.
  
პროგრამის მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარების და დასაქმების ხელშეწყობა, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

სტაჟირების პროგრამა მესამედ ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგსა და პოლიტიკის დიალოგში გასააქტიურებლად” ფარგლებში.
  
სტაჟირების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს პრაქტიკაში გამოიყენონ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა, განავითარონ პროფესიული უნარები და შეიძინონ ახალი გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს მათ სამომავლო დასაქმებას. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს გაიაროს 6 თვიანი სტაჟირების პროგრამა საზოგადოებრივ ორგანიზაციაში და მოიპოვოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) სტიპენდია (70-75 ევროს ექვივალენტი ყოველთვიურად).

საზოგადოებრივ ორგანიზაციას კი საშუალებას აძლევს 6 თვით აიყვანოს www.e-learning.ge სერთიფიცირებული მონაწილე, რომელსაც, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) სტიპენდიას გადაუხდის.
 
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ხელს შეუწყობს სტუდენტის და მასპინძელი ორგანიზაციის ერთმანეთთან დაკავშირებას. მას შემდეგ რაც შეავსებთ კითხვარს, სტუდენტები მიიღებენ ორგანიზაციების ბაზას, ხოლო ორგანიზაციები – სტუდენტების ბაზას, რის შემდგომაც სტუდენტი და ორგანიზაცია უკავშირდებიან ერთმანეთს სტაჟირების პირობებისა და სამუშაო მოვალეობებზე შესათანხმებლად.
 
შესაძლოა სტუდენტის სამუშაო განაკვეთი იყოს სრული, ან ნახევარი, ეს ყოველივე სტუდენტის და მასპინძელი ორგანიზაციის მოლაპარაკების საგანია.
თუ გაქვთ სურვილი ჩაერთოთ სტაჟირების პროგრამაში შეავსეთ კითხვარი. კითხვარის შევსების ბოლო ვადა არის 12 ნოემბერი.
 
კითხვარი, რომელსაც ავსებენ სტუდენტები:
 
კითხვარი, რომელსაც ავსებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები:
https://goo.gl/forms/dpRRx1R5tBVK1qAl2
 
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 236-36-00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი