მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

კონკურსი კრებულის შექმნაზე
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს გამომცემლობებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ სტატიების, ესეების და პუბლიცისტიკის კრებულის შექმნაზე

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანზიაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:

http://civilin.org/viewproject.php?id=61
https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi

დავალება:

პროექტის ფარგლებში არსებული სტერეოტიპების რღვევის კამპანია ემსახურება სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი ცნობადობის გაზრდას.
ამ კამპანიის ფარგლებში კრებულმა თავი უნდა მოუყაროს სხვადასხვა დროსა და სივრცეში შექმნილ ნაშრომებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, ქართველი და უცხოელი ავტორების მოსაზრებებს სამოქალაქო ფასეულობების როლსა და მნიშვნელობაზე.
2014 წელს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამოსცა ალმანახი „სამოქალაქო საზოგადოება" http://civilin.org/pdf/almanaxi.pdf . კრებული უნდა იყოს ამ ხაზის ერთგვარი გაგრძელება.

კრებულის მიზანია:
  • მკითხველს გააცნოს სხვადასხვა კულტურაში გავრცელებული მოსაზრებები სამოქალაქო ფასეულობების როლსა და მნიშვნელობაზე და დაეხმაროს მას სამოქალაქო ღირებულებების უკეთ გაცნობიერებაში, დემოკრატიის იდეის, მისი საწყისების და მახასიათებლების გააზრებაში;
  • გააერთიანოს და საზოგადოებას წარმოუდგინოს ჰუმანურ ღირებულებებზე შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების როლი სახელმწიფოს საზოგადოებრივი პოლიტიკის განვითარების პროცესში.
შემსრულებელმა უნდა:
  • შეიმუშავოს კრებულის კონცეფცია;
  • შეარჩიოს ავტორები და ნაშრომები;
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მათი თარგმნა და რედაქტირება;
  • შეიმუშავოს კრებულის დიზაინი;
  • გამოსცეს (დაბეჭდოს) კრებული (ტირაჟი: 500 ცალი ან 1000 ცალი).
კონკურსის მონაწილეობის პროცედურა:

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები 2018 წ. 17 დეკემბრის 18:00-მდე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: temuri@civilin.org
  • ორგანიზაციული და ჯგუფის წევრების გამოცდილების აღწერა;
  • სამუშაო ჯგუფის წევრების რეზიუმეები;
  • საპროექტო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს კრებულის კონცეფციას;
  • განხორციელებული მსგავსი პროდუქტების მინიმ 2 ნიმუში;
  • ბიუჯეტი და სამუშაოს შესრულების განრიგი.
გაცნობებთ, რომ 2018 წ. 11 დეკემბერს 11:00 სთ-ზე გაიმართება საინფორმაციო/ საკონსულტაციო შეხვედრა კრებულის შექმნის მსურველ იურიდიულ პირებთან და საინიციატივო ჯგუფებთან. მის.: 26 მაისის მოედანი 2, V სართული, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისი.

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ იურიდიულ პირებსა და საინიციატივო ჯგუფებს. გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს:
თემურ ჯალიაშვილს, temuri@civilin.org, ტელ: 599 759 724.