მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

კონკურსი კალენდრის შექმნაზე
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს გამომცემლობებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების კედლის კალენდრის შექმნაზე

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანზიაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:

http://civilin.org/viewproject.php?id=61

https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi

დავალება:

პროექტის ფარგლებში არსებული სტერეოტიპების რღვევის კამპანია ემსახურება სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი ცნობადობის გაზრდას.
 
კედლის კალენდარი უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითად პრინციპებს (პრინციპები იხილეთ დანართში რომლებიც შემუშავდა საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო მონაწილეობითა და ურთიერთშეთანხმებით და რომელიც ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის სტამბოლის პრინციპებს.

კალენდრის მიზანია:
  • საზოგადოებას გააცნოს თუ რა პრინციპები და ღირებულებები აერთიანებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საზოგადოებას გამარტივებული და გასაგები ენით წარუდგინოს ისინი.

შემსრულებელმა უნდა:
  • შეიმუშავოს კალენდრის კონცეფცია;
  • შეარჩიოს ფოტოები და ვიზუალური მასალა;
  • შექმნას კალენდრის დიზაინი;
  • გამოსცეს (დაბეჭდოს) კალენდარი (ტირაჟი: 3000 ცალი ან 5000 ცალი).
კონკურსის მონაწილეობის პროცედურა:

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები 2018 წ. 10 დეკემბრის 18:00 სთ-მდე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: temuri@civilin.org
  • ორგანიზაციული და ჯგუფის წევრების გამოცდილების აღწერა;
  • სამუშაო ჯგუფის წევრების რეზიუმეები;
  • საპროექტო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს კალენდრის კონცეფციას (ფორმატისა და ტექნიკური მახასიათებლების ჩათვლით);
  • კალენდრის ერთი გაშლის დიზაინის ნიმუში (საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პრინციპი #1 - იხ. დანართი)
  • განხორციელებული მსგავსი პროდუქტების მინიმ 2 ნიმუში;
  • ბიუჯეტი და სამუშაოს შესრულების განრიგი.
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ იურიდიულ პირებსა და საინიციატივო ჯგუფებს. გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს:
თემურ ჯალიაშვილს, temuri@civilin.org, ტელ: 599 759 724.