მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ვებ–გვერდის (www.csogeorgia.org) განახლებასა და სოციალურ ქსელებში კამპანიის წარმოებაზე
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ–გვერდის (www.csogeorgia.org) განახლებასა და სოციალურ ქსელებში კამპანიის წარმოებაზე 
 
მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
 
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.
 

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:

http://civilin.org/viewproject.php?id=61
https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi

დავალება:
 
ლოტი #1
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ–გვერდი www.csogeorgia.org
პროექტის ფარგლებში ცხადდება ტენდერი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ–გვერდის (www.csogeorgia.org) განახლება. ვებ–გვერდი შეიქმნა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ასევე საზოგადოებრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონოდა გაცნობოდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მათ საქმიანობას.

პროექტის ფარგლებში იგეგმება საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების რღვევის კამპანია, რომლის მიზანია სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციისა და მათი ცნობადობის გაზრდა. შესაბამისად აღნიშნული ტენდერის მიზანია ვებ–გვერდის არსებული ფუნქციონალის შენარჩუნება და ახალი მოდულების დამატება.

სამუშაოს აღწერილობა და ტექნიკური დავალება:
  1. ვებ–გვერდის დიზაინი:
    • კონცეპტუალური დიზაინი – არსებული პარალელურად ისეთი მულტიმედია კომპონენტები, როგორიც არის „სთორითელერი", ინფოგრაფიკა, ბლოგები და სხვა;
    • ფუნქციონალური დიზაინი;
    • ვიზუალური დიზაინი.
  2. არსებული ფუნქციონალის და მონაცემების გადატანა და ვებ–გვერდზე არსებული მონაცემების უსაფრთხოება (გამოყენებული ტექნოლოგიები: PHP, MYSQL);
  3. სოციალური ქსელებში ინტეგრაცია, ასევე სოცქსელებში ბმულების ინტეგრაცია;
  4. Google analytics ინტეგრაცია, რემარკეტინგისთვის საჭირო პარამეტრები;
  5. სიახლეების გამოწერის პლატფორმა და ელ–ბიულეტენის დიზაინი;
  6. ვებ–გვერდის სრულყოფილი დეველოპმენტი, ვებ–გვერდის მართვის სრულყოფილი პანელი;
  7. ახალი ჰოსტერის შემოთავაზება, საჭიროების შემთხვევაში ვებ–გვერდის განთავსება;;
  8. თავსებადობა ინტერნეტ ბრაუზერებთან, მობილურ და სხვა მოწყობილობებთან
  9. კატეგორიების, სლაიდერების, ფოტო, ვიდეო გალერეების დამატება\წაშლის ფუნქციები;
  10. საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია;
  11. ერთწლიანი მომსახურება.

ლოტი #2
სოციალურ ქსელებში კამპანიის წარმოება
სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი ცნობადობის გაზრდის მიზნით, იგეგმება სოციალურ ქსელებში კამპანიის წარმოება.

სამუშაოს აღწერილობა და ტექნიკური დავალება:
  1. კამპანიის კრეატიული კონცეფციის შემუშავება – სახელი, ლოგო, ჰეშთეგი, კონცეფცია და ა.შ.;
  2. სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული სარეკლამო ციფრული კამპანიის გეგმის შემუშავება;
  3. სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით კონტენტის შექმნა და სოციალურ ქსელში რეკლამირება;
  4. სხვადასხვა სოციალური პლატფორმის შედეგების ყოველთვიური ანალიზი.
კონკურსში მონაწილეობის პროცედურა:

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები 2018 წ. 11 დეკემბრამდე 18:00 საათი, შემდეგ ელ.ფოსტაზე: L_shalvashvili@civilin.org

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ–გვერდი www.csogeorgia.org
  • ვებ–გვერდის ზოგადი კონცეფცია და შემოთავაზება (ქართულ ენაზე);
  • მსგავსი გამოცდილების ამსახველი 2 ნიმუში;
  • შესასრულებელი სამუშაოს ბიუჯეტი და ვადები.

სოციალურ ქსელებში კამპანიის წარმოება

  • მსგავსი გამოცდილების ამსახველი 2 ნიმუში;
  • შესასრულებელი სამუშაოს ბიუჯეტი და ვადები.
დაინტერესებულ კომპანიებს ან საინიციატივო ჯგუფებს შეუძლიათ წარმოადგინონ სატენდერო წინადადება ორივე ლოტზე ერთიან პაკეტში, ან ერთ-ერთ ლოტზე.

ერთიანი პაკეტის შემთხვევაში ბიუჯეტი გაწერილი უნდა იყოს ცალ–ცალკე, ლოტების მიხედვით.


გაცნობებთ, რომ 2018 წ. 6 დეკემბერს 16:00 სთ-ზე გაიმართება  საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა მსურველ იურიდიულ პირებთან და საინიციატივო ჯგუფებთან. მის.: 26 მაისის მოედანი 2, V სართული, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისი.

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ იურიდიულ პირებსა და საინიციატივო ჯგუფებს. გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ სამოქალაქო საზოგადოების