მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ტენდერი კრეატიული და სარეკლამო კომპანიებისთვის
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს კრეატიული და სარეკლამო კომპანიებისთვის, 
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, 
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების რღვევის კამპანია

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ  დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართვე-ლოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით; 
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:


დავალება:

პროექტის ფარგლებში არსებული სტერეოტიპების რღვევის კამპანია ემსახურება სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი ცნობადობის გაზრდას. 

აქტივობის მიზანია საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების რღვევა. აქტივობა მოიცავს ვიდეო-რგოლების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებას.

კამპანიის მიზანია:

საკომუნიკაციო სტრატეგიაზე დაყრდნობით, აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება 3 ძირითადი მიმართულებით: 
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღირებულებები და ფუნქციები; 
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა; 
  • სამოქალაქო აქტივიზმი. 
ჩვენი მიზანია საზოგადოებას უკეთ ესმოდეს სამოქალაქო სექტორის ფუნქცია; აქტიურად ჩაერთოს სექტორის საქმიანობაში და მონაწილეობდეს მის მიერ ინიცირებულ პროექტებში; გაიზარდოს საზოგადოების ნდობა სამოქალაქო სექტორს მიმართ; საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ გზა ევროპული ტიპის საზოგადოებისკენ (სადაც დაცულია უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, არის ეკონომიკის, განათლების მაღალი დონე, დაცულია სოციალური უფლებები) გადის სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებზე.

შემსრულებელმა უნდა:
  • შეიმუშავოს კამპანიის კონცეფცია;
  • შექმნას სოციალური სარეკლამო რგოლების სცენარები;
  • დაამზადოს სოციალური სარეკლამო რგოლები და სხვა საინფორმაციო მასალა.
კონკურსის მონაწილეობის პროცედურა:

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები 2019 წ. 29 მარტის  18:00-მდე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: temuri@civilin.org  
  • ორგანიზაციული და ამ კამპანიაზე მომუშავე ჯგუფის წევრების გამოცდილების აღწერა;
  • სამუშაო ჯგუფის წევრების რეზიუმეები;
  • საპროექტო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს კონცეფციას;
  • მსგავსი გამოცდილების ამსახველი 2 ნიმუში;
  • ბიუჯეტი და სამუშაოს შესრულების განრიგი.
გაცნობებთ, რომ 2019 წ. 18 მარტს 15:00 სთ-ზე გაიმართება საინფორმაციო/ საკონსულტაციო შეხვედრა კონკურსში მონაწილეობის მსურველ იურიდიულ პირებთან. მის.:  26 მაისის მოედანი 2, V სართული, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისი. 
 
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კომპანიებს. გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ 
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს:
 თემურ ჯალიაშვილს, temuri@civilin.org, ტელ: 599 759 724.