მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს ახალგაზრდებისთვის მოკლე სასწავლო ვიდეო ლექციების შექმნაზე
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ  დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართვე-ლოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:

http://civilin.org/viewproject.php?id=61

https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi

დავალება:

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (არასამთავრობოების) მიმართ არსებული სტერეოტიპების დაძლევის საკომუნიკაციო სტრატეგია და 2 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და მათი ცნობადობის გაზრდა. ასევე სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

ამ კამპანიის ფარგლებში უნდა შეიქმნას მოკლე სასწავლო ვიდეოები, რომლის მიზანი არის ახალგაზრდებს გააცნოს დემოკრატიის არსი და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა. ვიდეო ლექციები უნდა დაეხმაროს ახალგაზრდებს სამოქალაქო ღირებულებების და ფასეულობების გაცნობიერებაში, ასევე ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის და მოხალესეობის განვითარებას.

სასწავლო ვიდეო ლექციების თემატიკა შესაძლოა მოიცავდეს საკითხების შემდეგ ბლოკებს:

ბლოკი:1 დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება:
  • დემოკრატია და ლიბერალიზმი
  • სახელმწიფო და ხელისუფლება
  • ადამიანის უფლებები
  • მოქალაქეობა და სამოქალაქო ღირებულებები
  • პიროვნება და საზოგადოება
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ისტორია
ბლოკი: 2 სამოქალაქო აქტივიზმი
  • სამოქალაქო აქტივიზმის როლი
  • მოხალისეობა
  • თემის მობილიზება
  • ბლოგის წარმოება
  • ამბის თხრობა (Storytelling)
  • ინფორმაციის მოძიება და გადამოწმების საშუალებები
  • საზოგადოებრივი მონაწილეობის მექანიზმები და ინსტრუმენტები
  • ადვოკატირება
  • სოციალური მედიის როლი სამოქალაქო აქტივიზმში
ბლოკი: 3 სამოქალაქო უნარ-ჩვევები
  • კრიტიკული აზროვნება
  • გუნდური მუშაობა
  • ემოციური ინტელექტი
  • მოტივაცია
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • საჯარო გამოსვლა
  • მოლაპარაკების ხელოვნება
  • ფასილიტაცია
  • თვითპრეზენტაცია - CV-ს და სამოტივაციო წერილის მომზადება; გასაუბრებისთვის მომზადება; კორესპონდენციის წარმოება
აპლიკანტს შეუძლია განაცხადი შემოიტანოს ერთ ან რამდენიმე ბლოკზე, ან შეარჩიოს ერთი ან რამდენიმე საკითხი ნებისმიერი ბლოკიდან. აპლიკანტი არ არის შეზღუდული რამდენ საკითხზე შემოიტანს განაცხადს. მას ასევე შეუძლია დამატებითი საკითხების შემოთავაზება, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად. ერთ საკითხზე შესაძლოა იყო რამდენიმე ვიდეო ლექცია. ვიდეო ლექციის სავარაუდო ქრონომეტრაჟია 15-20 წუთი.
 
სასწავლო ვიდეო ლექციების კონცეპტუალურ და ვიზუალურ მთლიანობას, მათ შორის ტექნიკურ საკითხებს (ვიდეო ლექციების გადაღება, მონტაჟი, ონლაინ პორტალზე ატვირთვა და ა.შ) უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
დაინტერესებული კანდიდატი შესაძლოა იყოს ფიზიკური, იურიდიული პირი, ან საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც პროექტის ფარგლებში დაევალება ვიდეო ლექციისთვის თემატიკის დამუშავება და ვიდეო ლექციის ჩაწერა (გადაღებაში მონაწილეობა).

მოთხოვნები:
  • ლექციების კითხვის ან სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს კამერის წინ მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

კონცეპტუალური ხედვა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი რომელ საკითხებზე შემოაქვს კანდიდატს განაცხადი; საკითხების მოკლე აღწერა და ლექციის სტრუქტურა; ვიდეო ლექციების რაოდენობა;
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ ინტერესის განაცხადი, სადაც წარმოდგენილი იქნება:
  • კონცეპტუალური ხედვა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი რომელ საკითხებზე შემოაქვს კანდიდატს განაცხადი; საკითხების მოკლე აღწერა და ლექციის სტრუქტურა; ვიდეო ლექციების რაოდენობა;
  • ჰონორარი;
ინტერესის განაცხადს თან უნდა დაერთოს აპლიკანტის რეზიუმე ან ავტობიოგრაფია; ორგანიზაციის შემთხვევაში კი დამატებით ორგანიზაციის პროფაილი; ასევე 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია. შერჩევისას შესაძლოა საპილოტე ლექციის ჩაწერის მოთხოვნაც.

იურიდიული პირის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს დამატებით შემდეგი დოკუმენტაცია:
  • ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს დახურულ ტენდერში/ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
  • საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს დახურულ ტენდერში/ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.
განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, არაუგვიანეს 2019 წლის 3 ივნისისა შემდეგ მისამართზე: g.avazashvili@civilin.org

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ აპლიკანტებს.

გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ: 236 36 00 თათა ბოჭორიშვილი tamar@civilin.org