მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ტენდერი პრომო პროდუქციის მიწოდებაზე
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს გამომცემლობებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, პრომო პროდუქციის მოწოდებაზე

 
 
 
მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:

http://civilin.org/viewproject.php?id=61
https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi

პროექტის ფარგლებში არსებული სტერეოტიპების რღვევის კამპანია ემსახურება სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი ცნობადობის გაზრდას.

კამპანიის მიზანია:
საკომუნიკაციო სტრატეგიაზე დაყრდნობით, აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება 3 ძირითადი მიმართულებით:
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღირებულებები და ფუნქციები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა;
  • სამოქალაქო აქტივიზმი.
ჩვენი მიზანია საზოგადოებას უკეთ ესმოდეს სამოქალაქო სექტორის ფუნქცია; აქტიურად ჩაერთოს სექტორის საქმიანობაში და მონაწილეობდეს მის მიერ ინიცირებულ პროექტებში; გაიზარდოს საზოგადოების ნდობა სამოქალაქო სექტორს მიმართ; საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ გზა ევროპული ტიპის საზოგადოებისკენ (სადაც დაცულია უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, არის ეკონომიკის, განათლების მაღალი დონე, დაცულია სოციალური უფლებები) გადის სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებზე.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ბრენდი - „ეს ქვეყანა შენია". უკვე არსებობს ამ დასახელების გვერდი სოციალურ მედიაში, მზადდება საინფორმაციო-სარეკლამო რგოლები და სატელევიზიო გადაცემების ციკლი რეგიონულ ტელევიზიებში.

ამავე კამპანიის ფარგლებში ცხადდება ტენდერი შემდეგი პროდუქციის შექმნასა და მოწოდებაზე:

ლოტი # 1
 
საფოსტო ბარათების კრებულის ბეჭდვა:
16 სახეობის ბარათი + ყდა(ბარათების ჩასადები)
ბარათი -A6, 16 სახეობის, 300 გრამიანი ცარცი, ორმხრივი ფერადი ბეჭდვა, ლამინირება.
ყდა (ბარათების ჩასადები) – 300 X 105, 300 გრამიანი ცარცი, ორმხრივი ფერადი ბეჭდვა, ლამინირება, ბიგირება.
ტირაჟი: 1 500 კომპლექტი.

ლოტი # 2

სტიკერი: მრგვალი, დიამეტრი 5-6 სმ, თვითწებადი.
ტირაჟი: 1 500 ცალი.

ლოტი # 3

ბრენდირებული მაისურები.
ტირაჟი: 500 ცალი.

ლოტი # 4

ციფრული რუკების მომზადება: საქართველოს (რეგიონული), ევროპის (პოლიტიკური), მსოფლიოს (პოლიტიკური).

ლოტი # 5

რუკების ბეჭდვა:
1. საქართველოს რუკა - A1 ფორმატის, 150-200 გრამიანი ცარცი, ბეჭდვა 4+0 (ცალხრივი ფერადი) ლამინირება. ტირაჟი 3000 ცალი
2. ევროპის რუკა - A0 ფორმატის, 150-200 გრამიანი ცარცი, ბეჭდვა 4+0 (ცალხრივი ფერადი), ლამინირება. ტირაჟი 2000 ცალი
3. მსოფლიოს რუკა - A0 ფორმატის, 150-200 გრამიანი ცარცი, ბეჭდვა 4+0 (ცალხრივი ფერადი), ლამინირება. ტირაჟი 2000 ცალი


კონკურსის მონაწილეობის პროცედურა:

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები 2019 წ. 7 ივნისის 18:00-მდე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: g.avazashvili@civilin.org
  • დაინტერესებული პირის გამოცდილების აღწერა და ნიმუშები;
  • ბიუჯეტი და სამუშაოს შესრულების განრიგი.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
  • საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს დახურულ ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ იურიდიულ პირებსა და საინიციატივო ჯგუფებს. გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ: g.avazashvili@civilin.org mailto:g.avazashvili@civilin.org ტელ: 551 119 829