მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

მიღება ონლაინ კურსებზე
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) პური მსოფლიოსთვის  (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე 
 
თუ თქვენ ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი, მაშინ საშუალება გეძლევათ, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ  ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით:

  • მონაწილეობითი ბიუჯეტირება;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები;
  • სახელმწიფო შესყიდვები.

ონლაინ სწავლების შესახებ:

სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსი და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები. სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. სწავლა დაიწყება ნოემბერში და დასრულდება იანვარში

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე ცხრა ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში სწავლებაზე დარეგისტრირდა 3034 მონაწილე და გაიცა 1 084 სერთიფიკატი. მონაწილეთა 97% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 96% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია" სწავლისთვის; ხოლო 97% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.
 
ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია:

ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.
იხილეთ აპლიკაციის ლინკი: https://forms.gle/zRnuLVpvfgSeVydQ7

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 21 ოქტომბერი 2019 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი

კურსების აღწერა:
 
მონაწილეობითი ბიუჯეტირება
კურსის მიზანია მსმენელებს მიაწოდოს სისტემატიზებული და სტრუქტურირებული როგორც თეორიული მასალა, ასევე პრაქტიკული მაგალითები, რომელიც ასახავს მონაწილეობითი ბიუჯეტირების მსოფლიოში და საქართველოში არსებულ გამოცილებას. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ განისაზღვრონ კონკრეტულ მუნიციპალიტეტისათვის ოპტიმალურად მორგებული მოდელი, განსაზღვრონ სამიზნე ჯგუფები, ჩამოაყალიბონ სამუშაო და შეფასების პროცედურები.
კურსის ხელმძღვანელი: დავით ყიფიანი
 
ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები
კურსის მიზანია მსმენელი გაეცნოს საქართველოს ნორმატიული აქტების სისტემას და იერარქიას, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავების, მიღების, გამოქვეყნებისა და გაუქმების საკითხებს. შესაბამისად კურსი მოიცავს ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ნორმატიული აქტების იერარქია, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები ნორმატიული აქტების მიღების სფეროში, მუნიციპალიტეტების ორგანოების/თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შემუშავების, მიღების და გამოქვეყნების წესები, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება, მუნიციპალიტეტის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
კურსის ხელმძღვანელი: ლევან ფანიაშვილი

სახელმწიფო შესყიდვები
კურსის ფარგლებში მსმენელები მოისმენენ და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიღრმავებენ ცოდნას, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით - შესყიდვების დაგეგმვიდან დაწყებული, შესყიდვების ანალიზის (თვითშეფასების) დასრულებული. კურსში წარმოდგენილი იქნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვების განხორციელების პროცესების მართვის თანამედროვე პრინციპები და მსოფლიო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
კურსში წარმოდგენილი და განხილული იქნება საერთაშორისო სივრცეში აღიარებული უახლესი მიდგომები და პრაქტიკული რჩევები შემსყიდველთათვის; ასევე თანამედროვე გამოცდილება, რომელიც დაეხმარება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ მოსამსახურეებს სახელმწიფო შესყიდვების კანონშესაბამის განხორციელებაში, რაც გულისხმობს, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალედ ხარჯვას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისთვის. კურსი შექმნილია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ერთად.
კურსის ლექტორები არიან:
ირაკლი გოლეთიანი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვების სამსახურის უფროსი
კოტე გუგეშაშვილი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
დავით ჯაიანი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ლაცაბიძე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი