მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

კონკურსს ბლოგერებისთვის „ეს ქვეყანა შენია“.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას" ფარგლებში  აცხადებს
კონკურსს ბლოგერებისთვის „ეს ქვეყანა შენია".

კონკურსის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების დამკვიდრება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის წამოჩენა და  სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

საუკეთესო ნაშრომებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.
 
I ადგილი: 1 000 ლარი
II ადგილი: 700 ლარი
III ადგილი: 500 ლარი
  • ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს/ბლოგის ან ვიდეო ბლოგის გამოგზავნა
  • პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი კონკურსიდან;
  • ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.samsonidze@civilin.org
  • გამოგზავნისას მეილის სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ „ კონკურსი: ეს ქვეყანა შენია"
შეფასების კრიტერიუმები:
  • შესაბამისობა კამპანიის მიზანთან;
  • აქტუალობა - რამდენად მნიშვნელოვანია დასმული საკითხი;
  • კრეატიულობა - რამდენად ინოვაციურია იდეა და რამდენად ორიგინალურად არის იგი წარმოდგენილი;
  • გავლენა - რამდენად არის ზეგავლენის მქონე, მამოტივირებელი, შთამაგონებელი და „აჰა" განცდის მომგვრელი საკონკურსო ნაშრომი;
გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 23 მარტისა
შემდეგ მისამართზე: n.samsonidze@civilin.org


კამპანია „ეს ქვეყანა შენია" ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
კამპანია მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას:
  • სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა;
  • სამოქალაქო აქტივიზმი.
ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე.
 
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია" მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.