მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

კონკურსი ახალგაზრდებისთვის
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკონკურსო  ნაშრომების მიღების ვადა გახანგრძლივდა 15 მაისის ჩათვლით.

კამპანია „ეს ქვეყანა შენია" ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. 
კამპანია მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: 
            • სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებები; 
            • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა; 
            • სამოქალაქო აქტივიზმი. 

ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ  საკუთარი  პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მოცემულ ვითარებაში.  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას  ნაყოფიერად გამოიყენონ არსებული რეალობა, სხვადასხვა ფორმით, ხელი შეუწყონ სამოქალაქო  ღირებულებებისა და აქტივიზმის  მაგალითების წარმოჩენსა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების გაძლერებას როგორც საკუთარ რეგიონში, ისე ქვეყნის მასშტაბით. საკონკურსო ნაშრომის შექმნის პროცესში,  მუშაობა შესაძლებელია  ელექტრონული სივრცის აქტიურად გამოყენებით.

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია"
  • ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება
    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლეთა ჯგუფებს (მათ შორის თვითმმართველობებს, სამოქალაქო კლუბების და მოსწავლეთა სხვა ჯგუფებს). თითოეულ ჯგუფს შესაძლოა ჰყავდეს ერთი კურატორ-მასწავლებელი.

  • კონკურსის ვადები
    ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკონკურსო აქტივობა შეგიძლიათ განახორციელოთ კონკურსის გამოცხადებიდან 15 მაისის ჩათვლით.

  • ნომინაციები
    კონკურსი ჩატარდება სამ ნომინაციაში:
    ნომინაცია 1: სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება;
    ნომინაცია 2: სამოქალაქო აქტივიზმი;
    ნომინაცია 3: საზოგადოებრივი ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციების) საქმიანობის წარმოჩენა.

  • შეფასება
    საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს რეგიონის კომპეტენტური ჟიური. ნომინაციებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, საუკეთესო მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაემგზავრონ ფინალურ შეკრებაზე, სადაც თავს მოიყრის ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონის გამარჯვებული და სადაც ჩატარდება კონკურსის სუპერ-ფინალი.
(დეტალური ინსტრუქცია იხ. თანდართულ ფაილებში: კონკურსის პირობები და საკონკურსო განაცხადის ფორმა)
გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 15 მაისისა შემდეგ მისამართზე: csogeorgiage@gmail.com


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
შიდა ქართლი - მერი ბეჟუაშვილი 577 09 16 01
სამცხე-ჯავახეთი - ხათუნა ხმალაძე 595 79 53 95
სამეგრელო -ზემო სვანეთი: ცირა გულუა 599018138
აჭარა - ცირა ქობულაძე 555567102
იმერეთი - შორენა ტყემალაძე 577952953
ქვემო ქართლი: ირინა მელქაძე 599417994
კახეთი: ნანა ნიკოლაშვილი 577678634
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია" მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.