მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ტენდერი ნოუთბუქების შეძენაზე
მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:


პროექტის ფარგლებში არსებული სტერეოტიპების რღვევის კამპანია ემსახურება სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი ცნობადობის გაზრდას.

კამპანიის მიზანია:
საკომუნიკაციო სტრატეგიაზე დაყრდნობით, აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება 3 ძირითადი მიმართულებით:
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღირებულებები და ფუნქციები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა;
  • სამოქალაქო აქტივიზმი.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ბრენდი - „ეს ქვეყანა შენია". უკვე არსებობს ამ დასახელების გვერდი სოციალურ მედიაში (ლინკი: https://www.facebook.com/Thiscountryisyours/) და მზადდება საინფორმაციო-სარეკლამო რგოლები და სატელევიზიო გადაცემების ციკლი რეგიონულ ტელევიზიებში.

ამავე კამპანიის ფარგლებში ტარდება ახალგაზრდების კონკურსი (კონკურსი იმართება 3 ეტაპად, ერთი რეგიონალური (ივნისი), მეორე თბილისი (აგვისტო) და ბოლო შემაჯამებელი (სექტემბერი), გამარჯვებულებს პრიზების სახით გადაეცემათ ნოუთბუქები.

აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ცხადდება ტენდერი ნოუთბუქებზე:

ნოუთბუქები

რაოდენობა - 80-100 (ოთხმოცი-ასი) ცალი - ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება ტენდერის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ სუბიექტთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისას.

შემოთავაზებული ნოუთბუქის მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს:
  • ეკრანი: 15.6 inch
  • პროცესორი: Intel/AMD
  • ბირთვენის რაოდენობა: 2
  • ოპერაციული სისტემა: Free Dos
  • ოპერტიული მეხსიერება: 8GB
  • მყარი დისკი: 256GB SSD
  • გარანტია: 1 წელი
კონკურსში მონაწილეობის პროცედურა:

ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ 2020 წლის 26 ივნისის 18:00 საათამდე შემდეგ ელ.ფოსტაზე: g.avazashvili@civilin.org
  • სატენდერო წინადადება, სადაც წარმოდგენილი იქნება ერთეულის ღირებულება როგორც, დღგ-ს ჩათვლით, ასევე მის გარეშე.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
  • საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.
სატენდერო წინადადებების შეფასება მოხდება შემოთავაზებული ნოუთბუქის პარამეტრების, ღირებულებების და პროდუქციის მოწოდების დროის მიხედვით.

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს სატენდერო კომისია. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დავუკავშირდებით მხოლოდ გამარჯვებულს.

გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ შესყიდვების ოფიცერს, გიორგი ავაზაშვილს:
ელ. ფოსტის მისამართი:: g.avazashvili@civilin.org
ტელ: 551 119 829