მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

კონკურსი ბლოგერებისათვის '' ეს ქვეყანა შენია''

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი,  სამოქალაქო კამპანია ''ეს ქვეყანა შენიას'' ფარგლებში  აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის ''ეს ქვეყანა შენია''

კონკურსის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა.

ნაშრომი (ესსე ან ვიდეო-ბლოგი) უნდა მოიცავდეს შემდეგი 3 მიმართულებიდან ერთ-ერთს მაინც:
  • სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების (თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა და ა.შ.) დამკვიდრება;
  • სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო) ორგანიზაციების საქმიანობის წამოჩენა;
  • საქართველოს მოქალაქეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება.
საუკეთესო ნაშრომებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.
I ადგილი: 1 000 ლარი
II ადგილი: 700 ლარი
III ადგილი: 500 ლარი
  • ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს/ბლოგის ან ვიდეო ბლოგის გამოგზავნა
  • პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსისო რგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი კონკურსიდან;
  • საკონკურსო მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს 2020 წლის განმავლობაში;
  • ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად (გამოქვეყნების დამადასტურებელი ლინკის თანხლებით) შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.samsonidze@civilin.org
  • გამოგზავნისას მეილის სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ:
  • „ კონკურსი: ეს ქვეყანა შენია"
შეფასების კრიტერიუმები:
  • შესაბამისობა კამპანიის მიზანთან;
  • აქტუალობა - რამდენად მნიშვნელოვანია დასმული საკითხი;
  • კრეატიულობა - რამდენად ინოვაციურია იდეა და რამდენად ორიგინალურად არის იგი წარმოდგენილი;
  • გავლენა - რამდენად არის ზეგავლენის მქონე, მამოტივირებელი, შთამაგონებელი და „აჰა" განცდის მომგვრელი საკონკურსო ნაშრომი;
გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 31 აგვისტოსი
შემდეგ მისამართზე:
საკონტაქტო პირი: ნინო სამსონიძე 577 693074
კამპანია „ეს ქვეყანა შენია" ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.

კამპანია მოიცავს 3 ძირითადმიმართულებას:
  • სამოქალაქოსაზოგადოებისღირებულებები;
  • სამოქალაქოსაზოგადოებისორგანიზაციებისსაქმიანობა;
  • სამოქალაქოაქტივიზმი.
ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია" მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში.
როექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.