მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება
30 სექტემბერს, სასტუმრო „სტამბაში", სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამართა სამოქალაქო კამპანიის - „ეს ქვეყანა შენიას!" - ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, გამოაცხადა კონკურსების ციკლი „ეს ქვეყანა შენია!". კონკურსების სამიზნე აუდიტორია საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა როგორც უფროსკლასელებს და მათ პედაგოგებს, ასევე ბლოგერებსა და ჟურნალისტებს. მათ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო) ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება.

სასკოლო კონკურსში აქტიურად მონაწილეობდნენ უფროსკლასელები და მათი პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მთლიანობაში 150-მდე გუნდი. გამარჯვებულები გამოავლინა პედაგოგებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ. საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოება უკვე მოხდა ადგილებზე.
ეს კონკრეტული ღონისძიება კი მიზნად ისახავდა თბილისის სკოლების წარმომადგენელი უფროსკლასელებისა და მათი პედაგოგების დაჯილდოებას, ბლოგერებისა და ჟურნალისტების კონკურსის გამარჯვებულებთან ერთად.

თბილისის გამარჯვებულები გახდნენ:
ქალაქ თბილისის N 182 საჯარო სკოლის მოსწავლეები:
სალომე შიოშვილი (კურატორ მასწავლებელი ირინა ჯვარშეიშვილი);
ლიკა ფილიშვილი;
გიორგი მებონია;
მზია წიქარაძე;
(კურატორ მასწავლებელი ანა მაისურაძე);

ქალაქ თბილისის N 119 საჯარო სკოლის მოსწავლეები: შოთა ხიზანიშვილი, ლუკა გელაშვილი, დავით ბიბილური, ცოტნე პარასკებაშვილი, ელენე აბრამიშვილი (კურატორ მასწავლებელი მაკა ბრეგვაძე).

საერთო ჯამში, სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას" ფარგლებში კონურსში გამარჯვებულ 73 მოსწავლეს და 34 კურატორ-მასწავლებელს საჩუქრად გადაეცა ნოუთბუქი.

ბლოგერების კონკურსში გაიმარჯვეს:
I ადგილი (1000 ლარი) - არტურ ვართაპეტიანი, "სოფლიდან ქალაქამდე ფეხით გავლილი კილომეტრები, ადამიანების დასახმარებლად”
II ადგილი (700 ლარი) - ანი ცინცაძე, „ჯადოსნური "ნავსაყუდელი” დევნილთა დასახლებებში".
III ადგილი (500 ლარი) - ეკა ხითარიშვილი, „აჰა" განცდის მომგვრელი ბლოგი".

ჟურნალისტების კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები 4 ნომინაციაში - საუკეთესო სტატია, საუკეთესო ტელე-სიუჟეტი, საუკეთესო ფოტო და საუკეთესო მულტი-მედია პროექტი (რადიოს ნომინაციაში ნამუშევრები არ შემოსულა):

საუკეთესო სტატია:
I ადგილი (1500 ლარი) - მაკა ხაზიური, „ცხოვრება ჟესტების ენით";
II ადგილი (800 ლარი) - დარინა ქამადაძე, „დევნილობა ჩვენი არჩევანი არ არის - ახალგაზრდები შავშების დევნილთა დასახლებებში".
III ადგილი (500 ლარი) - თეონა კაკაციძე, „ნადი" – მოხალისეობის ტრადიცია მაღალმთიან აჭარაში".
III ადგილი (500 ლარი) - ლელა დუმბაძე, „ვინ არიან ქალები, ვინც კოვიდ 19-ით ინფიცირებული მეზობლის კარტოფილი გათოხნეს".

საუკეთესო ფოტო ნამუშევარი:
I ადგილი (1500 ლარი) - გიორგი გოგატიშვილი, „ქაღალდის ღმერთები" (საარჩევნო პლაკატების ომი კედლებზე)
II ადგილი (800 ლარი) - ოლიკო ცისკარიშვილი, „მოგზაურობა თუშეთში".

საუკეთესო ტელე-სიჟეტი:
III ადგილი (500 ლარი) - ნინო ვაშალომიძე, „ბჟუჟის ხეობის დამცველი - დარია შათირიშვილი".

საუკეთესო მულტი-მედია პროექტი:
I ადგილი (1500 ლარი) - თაკო ფეიქრიშვილი, „რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება"
II ადგილი (800 ლარი) - ნანა ხუბუტია, „არ მაქვს დუმილის უფლება - სამოქალაქო აქტივისტი".
II ადგილი (800 ლარი) ნინო ვართაპეტიანი, "მოხალისე მეხანძრე ქალები და პასუხისმგებლობა ტყის დასაცავად"
კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით (რეგიონული მედიის წარმომადგენლების წახალისების მიზნით) წამახალისებელი პრემია (500 ლარი) გადაეცათ გიორგი გირკელიძეს (გურიანიუსი) და ლიკა ხიჯაკაძეს (ჩემი ხარაგაული).
შეხვედრის მონაწილეებს ასევე გადაეცათ კამპანია „ეს ქვეყანა შენიას" პრომო პროდუქცია (რუკები, ალმანახი. ბარათებს, ჩანთები, ზურგჩანთები, მაისურები და რვეულები).
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია" მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში და მისი მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.

საკონტაქტო პირი:
თემურ ჯალიაშვილი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
ტელ: 599 759 724temuri@civilin.org