მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

დაიწყო განაცხადების მიღება ონლაინ სასწავლო კურსებზე
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ონლაინ სასწავლო კურსებზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ონლაინ სწავლება პრიორიტეტული არის მთელ მსოფლიოში და მათ შორის  საქართველოში,  ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი შესაძლებლობას  გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ ახალი ცოდნა და უნარები. სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები,  დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. 



განაცხადები მიიღება შემდეგ სასწავლო კურსებზე:
  • შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა;
  • ადვოკატირება და ლობირება;
  • ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის.

ონლაინ კურსების საშუალებით მონაწილეები შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიც არის: პროექტის მართვის თანამედროვე ტენდენციები, სისტემური ცვლილების განხორციელება; ადვოკატირების და ლობირების კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება; მულტიმედიური კომუნიკაციის მეთოდები; ინფორმაციის მოძიების და გადამოწმების ტექნიკები. ჩვენი მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა, რომელსაც თავიანთ საქმიანობაში გამოიყენებენ, შესაბამისად კურსები არის ინფორმატიული და პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული.

კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ლინკი: https://forms.gle/asLhdwHU7UZTZ38x5

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2020 წელი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი

კურსების აღწერა:

შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა
კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული დავალებების საშუალებით თავად გაიაზრებენ პროექტის მართვის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს, გაეცნობიან შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული პროექტის მართვის კონცეფციასა და ამ კუთხით არსებულ თანამედროვე ტენდენციებს. გაიაზრებენ რას ნიშნავს შეფასებითი აზროვნება და როგორ უნდა განახორციელონ სისტემური ცვლილება.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს გააზრებული ექნებათ პროექტის მართვის ძირითადი ტერმინოლოგია, პროექტის ხარისხის საერთაშორისო კრიტერიუმები, პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესები, პროექტის მსვლელობის თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი საქმიანობა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის საშუალებები, პროექტის მართვისას საჭირო ინსტრუმენტები, როგორიცაა პრობლემებისა და გადაწყვეტილებების ხე, M4P თვალის ინსტრუმენტი შედეგების ჯაჭვი, ლოგიკური ჩარჩო, ბიუჯეტის გეგმა, ინდიკატორების ცხრილი, ანალიტიკური ჩარჩო და ა.შ. და მათი გამოყენება. კურსის ფარგლებში მსმენელები თავად შეიმუშავებენ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება გავლენასა და სისტემური ცვლილების მიღწევაზე. კურსის მსვლელობისას მსმენელებს საშუალება ექნებათ სადისკუსიო ფორუმის საშუალებით განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
კურსი არის ინტერაქტიული და ეფუძნება თვითმოტივირებულ სწავლებას, იგი სთავაზობს სტუდენტებს გამოსცადონ შესაძლებლობები და შეაფასონ საკუთარი პროგრესი. შესაბამისად, კურსის განმავლობაში აუცილებელია მონაწილეების აქტიური ჩართულობა სხვადასხვა დისკუსიისა თუ დავალების შესრულების დროს.

კურსს წარუძღვებიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები: თეიმურაზ ჯალიაშვილი და ნინო მღვდელაძე

ადვოკატირება და ლობირება
კურსის მიზანია მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით, საბაზისო ცოდნა შეიძინონ ადვოკატირებასა და ლობირებაში. კურსში წამოწეული საკითხები მსმენელს წარმოდგენას შეუქმნის ადვოკატირების და ლობირების სრულ პროცესზე. კურსში განხილულია საქართველოს კონსტიტუციური მოწყობა და მმართველობის ძირითადი ორგანოები, რათა სტუდენტს წარმოდგენა შეექმნას იმ გარემოზე, რომელშიც ლობირებისა და ადვოკატირების კამპანია ხორციელდება. ამასთანავე, კურსი მოიცავს იმ საკითხებს, რაც აუცილებელია ადვოკატირების და ლობირების კამპანიის წარმოებისთვის. ლექციებში მიმოხილულია თუ როგორ ხდება ლობირების საკანომდებლო რეგულირება საქართველოში, ასევე, როგორ ხდება ადვოკატირების და ლობირების პროცესის დაგეგმვა, რომელი სტრატეგიები და ტექნიკები გამოყენება კამპანიის წარმოებისას და ა.შ. კურსში ასევე განხილულია პრაქტიკული მაგალითები და ქეისები საქართველოს რეალობიდან, რაც მსმენელს დაეხმარება მომავალში თავად დაგეგმოს და ეფექტურად განახორციელოს ადვოკატირების და ლობირების კამპანია.
კურსის ხელმძღვანელი: ვაჟა სალამაძე

ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის
კურსის მიზანია მონაწილეებმა განივითარონ ინფორმაციის მოძიების და გავრცელების უნარ-ჩვევები, შეძლონ სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, განივითარონ კრიტიკული ანალიზის უნარი და მოახერხონ ინფორმაციის გადამოწმება. მნიშვნელოვანია, კურსის მსმენელებმა შეძლონ მიმდინარე მოვლენების გააზრება, დეზინფორმაციისაგან თავის დაცვა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმების შემცირება.

კურსი მომზადებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ.

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ

ონლაინ სწავლება ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.
პროექტის ამოცანებია:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ: