მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ევროკავშირის ელჩმა სოფლის ლიდერებს გურიაში სერტიფიკატები გადასცა

2010 წლის 2 ივნისს, ოზურგეთს ეწვია ევროკავშირის ელჩი პერ ეკლუნდი. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა მოინახულა, გურიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს.
2009 წლიდან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - "თვითმმართველობის განვიათრების ხელშეწყობა საქართველოში". პროექტის ძირითადი მიზანია მოსახლეობასა და თვითმმართველ ერთეულებს შორის თანამშრომლობის გაზრდის გზით (ჩართულობის გაზრდა), თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის ამაღლება. პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონში, შეირჩა და ტრენინგი გაიარა 151 ლიდერმა, მათ შორის 37 იყო გურიის რეგიონიდან.

ბატონი ელჩი შეხვდა პროექტის ფარგლებში შერჩეულ ლიდერებს და პირადად გადასცა ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიას ასევე დაესწრნენ პრეზიდენტის რწმუნებული გურიის რეგიონში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და რეგიონული მასმედიის წარმომადგენლები.