მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ტრენინგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის

2010 წლის 3, 5 და 6 ივლისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონმდებლობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის მექანიზმების საკითხების შესახებ.

ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების რეგულირება ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში: საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე დაცვა; გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები; საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2012 წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის როლი იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვაში, სხვა საერთაშორისო (ჰუმანიტარული) ორგანიზაციები ჩართულობა; იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა; ნებაყოფლობითი დაბრუნება, განსახლება და რეინტეგრაცია; პრობლემის მდგრადი მოგვარების ჩარჩო და სხვა.

ტრენინგები ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული World Learning /Georgia, FORECAST პროგრამაში მიმდინარე პროექტის "ტრენინგების ჩატარება და ტექნიკური დახმარების გაწევა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტისათვის" ფარგლებში.