მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ტრენინგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის

2010 წლის 9, 10 და 17 ივლისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და სასამართლო წარმოების საკითხებზე.

ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ადმინისტრაციული კანონმდებლობის ძირითადი პრინციპები; ინფორმაციის საჯაროობა და საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები; ადმინისტრაციული წარმოების სახეები და წარმოების თავისებურებანი; სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზოგადი მიმოხილვა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ძირითადი პრინციპები და განსხვავებები); ადმინისტრაციული სარჩელის სახეები; სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩვრებისა და შესაგებლების იუსიტიციის საბჭოს მიერ დადგენილი ფორმები, მათი შევსების წესები და თავისებურებები; მხარეები პროცესში; სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და სხვა საკითხები.

ტრენინგი ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული World Learning /Georgia, FORECAST პროგრამაში მიმდინარე პროექტის “ტრენინგების ჩატარება და ტექნიკური დახმარების გაწევა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტისათვის” ფარგლებში.