მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ეფექტური განვითარება - ეროვნული კონსულტაცია

25-27 ივნისს ბაკურიანში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეძღვნებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის საკითხებს. შეხვედრა ორ ძირითად მიზანს ისახავდა: ერთის მხრივ ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვას განვითარების ეფექტურობის გლობალურ პროცესში, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ღია ფორუმის ეგიდით მიმდინარეობს და მეორეს მხრივ, საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა 35 წარმომადგენელი, მათგან 27 საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, 7 დონორი ორგანიზაციებიდან და 2 ხელისუფლებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობიდან. შეხვედრა ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყო ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების კონფედერაციის - CONCORD და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.

იხილეთ შეხვედრის მოკლე ანგარიში

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტური განვითარების ეროვნული კონსულტაცია, ვიდეო ანგარიში

სრული ანგარიში