მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სოციალური მეწარმეობა - ახალი ფურცელი თუ კარგად დავიწყებულ ძველ საწყისებზე დაბრუნება?

ბრიტანეთის საბჭომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან პარტნიორობით 15-16 ნოემბერს ჩაატარა სოციალური მეწარმეობისადმი მიძღვნილი ტრენინგი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და თბილისიდან შერჩეული საზოგადოებრივი ორგანიზაციების 25-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ტრენინგი ემსახურებოდა სოციალური მეწარმეობის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მცირე ბიზნესის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფორმის პოპულარიზაციას და დამკვიდრებას საქართველოში.

ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ინფორმაცია სოციალური მეწარმეობის ცალკეული ასპექტების თაობაზე.

ტრენინგს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი ფრეერ სფრიქლი, რომელმაც ასევე დაასაბუთა სოციალური მეწარმეობის უპირატესობები ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ღონისძიება დაემთხვა ბრიტანეთში მიმდინარე გლობალური მეწარმეობის კვირეულს (15-21 ნოემბერი), ამ დროს დიდი ბრიტანეთი სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანთა თავშეყრის ადგილად იქცევა ხოლმე, სადაც განიხილება ინოვაციის, წარმოსახვისა და შემოქმედებითობის, სამეწარმეო უნარების განვითარების გზები და მაგალითები.