მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ეკოლოგიურად უსაფრთხო სოფლის მეურნეობა
2011 წლის 10 მაისს, ქალაქ ბათუმში გაიმართა ახალი პროექტის-"ეკოლოგიურად უსაფრთხო სოფლის მეურნეობის"-პრეზენტაცია. რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობასთან თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდოლოგიით წარმოების სწავლება, დემონსტრირება და პოპულარიზაცია მაღალმთიან აჭარაში, მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით ერთიანი მოდელის ფორმირება და პოპულარიზაცია ქვეყნის სხვა რეგიონებში.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები და საქმიანობა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მაღალმთიანი აჭარის სამიზნე სოფლები და ჯგუფები, სადაც მოეწყობა დემო–ნაკვეთები, სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდებათ მრავალმხრივი ტრენინგები. აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს სამიზნე სოფლების საჯარო სკოლების პროექტში ჩართვას. პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოების მხრიდან.

ბათუმის პრეს–კაფეში გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები. ასევე აჭარის ა\რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე, აჭარის ა\რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თათია ხუბულავა, აჭარის ა\რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ნაზიბროლა ბერიძე, აჭარის ა\რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ირაკლი მოდებაძე.

პროექტი ხორციელდება BP-ის, ნავთობისა და გაზის პროექტებში მისი პარტნიორი კომპანიების ბაქო-თბილისი ჯეიჰანის (BTC Co.) და სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP Co.), HSBC ბანკის მიერ დაფინანსებული 2011 წლის ეკოლოგიური გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ადმინიტრირებას უწევს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF).