მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების შეხვედრა

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს რეგიონებში (ოზურგეთი - 7 სექტემბერს, ზუგდიდში - 9 სექტემბერს, ბათუმში - 12 სექტემბერს) გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: "საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოება - გამოწვევები და პერსპექტივები".

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი - "სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში". ფილმმა და შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. გამოიკვეთა რამდენიმე ისეთი აქტუალური საკითხი როგორიცაა: საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურობის ზრდისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების აუცილებლობა.

ასევე შემუშავდა ჟურნალისტთა კონკურსის - "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" - ახალი ფორმატი. შეგახსენებთ, რომ კონკურსი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და იგი 2011 წელს მეხუთედ გაიმართება.

ბათუმი
ოზურგეთი
ზუგდიდი